გორის ბიუჯეტიდან ქალაქის კეთილმოწყობასა და გარემოს გაუმჯობესებას 3 მილიონი ლარი მოხმარდება

250

გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილია 3 000 000 ლარი, რომელიც ქალაქის გარემოს გაუმჯობესებასა და კეთილმოწყობას მოხმარდება. ინფორმაციას რადაიო მოზაიკა ავრცელებს.

აღნიშნული აქტივობის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის მერია მოქალაქეებს აძლევს შანსს, წარადგნინონ ინიციატივა ქალაქის გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით და გამარჯვებული იდეები სრულად დაფინანსდება გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.

საინიციატივო წინადადებების წარდგენა 29 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუქ გვერდს.