გორის მუნიციპალიტეტის 11 სოფელში სკვერი მოეწყობა

335

გორის მუნიციპალიტეტის 11 სოფელში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, სკვერი მოეწყობა.

გორის მერიამ ტენდერი გამოაცხადა და სამუშაოებისთვის 188 035 ლარი გაითვალისწინა.

სოფლები, სადაც სკვერები გაკეთდება: დიდი გორიჯვარი; ზერტი; დიცი; თედოწმინდა; მუმლაანთკარი; სათბურის დასახლება; ტინისხიდი; უფლისციხე; ქვახვრელი; ქვემო რიეთი; ქვეში.

სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა დაასრულოს.