გლდანის ა მიკრორაიონის N50 – 52 კორპუსებთან სკვერი მოეწყობა

420

გლდანის რაიონის გამგეობა რეკრეაციული სივრცეების მოწყობას აგრძელებს. ამჯერად, სკვერის მოწყობის სამუშაოები ა მიკრორაიონის N 50 – 52 კორპუსებთან დაიწყო.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის შედეგად, განთავსდება ბავშვთა გასართობი სივრცე, მოსასვენებელი პავილიონი, დამონტაჟდება გარე განათების ქსელი.

მათივე ცნობით, ასევე, დაიგება ბალახი და განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 150 000 ლარამდე დაიხარჯება.