წინა სტატია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატთა სია გამოქვეყნდა. ამ თანამდებობის დაკავება რევაზ ეგაძეს, გიორგი კალანდარიშვილს, გიორგი შაიშმელაშვილს, ნანული ბებიასა და თამარ ალფაიძეს სურთ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატები არიან: ქრისტინე ქაჯაია, სიმონ პარუნაშვილი, ლევან ისაკაძე, თამაზ ფოლადაშვილი, მაია ზარიძე, გია ცაცაშვილი და რუსუდან ქურდიანი.
კანდიდატების ბიოგრაფიების გაცნობა შესაძლებელია ამ ბმულზე.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ჩუღურეთის რაიონში, გაბაშვილის ქუჩაზე, 2 200 კვადრატულ მეტრზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება.
მათივე ცნობით, მიმდინარე სამუშაოები თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანმა, ჩუღურეთის რაიონის გამგებელთან, დავით უთმელიძესთან ერთად, დაათვალიერა.
„პროექტის ფარგლებში, ბორდიურები და საფეხმავლო ბილიკი მოეწყობა. აღნიშნული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 170 000 ლარი გამოიყო.
მიმდინარე წელს საგზაო ინფრასტრუქტურა 21 508 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა, რისთვისაც 1 333 340,73 ლარი დაიხარჯა“, -...
რიჟვაძე: გამოვდივარ ინიციატივით, „ბათუმის დინამოს“ მხარდასაჭერად, ხელშემწყობი ღონისძიებები გავატაროთ
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ინიციატივით გამოდის, „ბათუმის დინამოს“ მომავალი წარმატების ხელშეწყობისთვის, აჭარის უმაღლეს საბჭოს შესაბამისი მხარდამჭერი ღონისძიებების გატარება ეთხოვოს.
ამის შესახებ მან აჭარის ავტონომიური მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენს გუნდთან - „ბათუმის დინამოსთან“ დაკავშირებული საკითხი საკმაოდ აქტუალურია. მინდა აღვნიშნო, რომ გუნდმა 4 წლის განმავლობაში, არნახულ პროგრესს მიაღწია. 2018 წელს გუნდი მე-2 ლიგაში თამაშობდა და იცით, რომ გუნდი გახდა როგორც ჩემპიონი, ასევე საქართველოს თასის...
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მუნიციპალური ავტობუსების მძღოლებისა და კონტროლიორების გადამზადება დაიწყო. კომპანია 2022 წლის პირველ ექვს თვეს მოკლედ აჯამებს და საზოგადოებას ანგარიშს აცნობს.
ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის პერიოდში კომპანია 123 000 000 მგზავრს მოემსახურა.
რაც შეეხება მეტროს მოდერნიზებასა და რეაბილიტაციას, თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს 12 ვაგონის განახლება, ასევე, სრულდება მეტროსადგურ „გოცირიძის“ სრული რეაბილიტაცია და განახლება.
მეტროს გარდა მიმდინარეობს საბაგიროების...
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და სოფელ ვანათში 875 გრძივი მეტრი ბეტონის გზის მოწყობის სამუშაოები უკვე დასრულდა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, 222 მეტრზე სანიაღვრე ქსელიც მოეწყო.
„სოფლის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი სოფლებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა. ადგილობრივი თვითმმართველობა ყოველთვის ითვალისწინებს მოსახლეობის ინტერესებს და მათთან შეთანხმებით სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. სოფელ ვანათში ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის განსაკუთრებით საჭირო იყო...
აჭარის მთავრობის მეთაურის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აჭარაში ტურიზმი 2019 წლის მონაცემებს სწრაფი ტემპით დაუბრუნდა.
როგორც მან მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, პოზიტიური დინამიკა შეინიშნება, როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ტურიზმის მიმართულებით და რეგიონში გააქტიურებულია კულტურული ცხოვრება, საერთაშორისო ფესტივალები, რაც მნიშვნელოვანია როგორც აჭარის მცხოვრებლებისთვის, ისე ჩვენი სტუმრებისთვის.
„ტურიზმის აღდგენასთან დაკავშირებით მინდა საზოგადოებას მივაწოდო განახლებული ინფორმაცია. ყველა პარამეტრით აღდგენილია 2019 წლის ტურისტული ნაკადების დინამიკა და უნდა ითქვას, რომ...
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, საქველმოქმედო ფონდ „იალქანს“ მიუსაფარი ბავშვების დღის ცენტრის მშენებლობის განხორციელებისთვის, ქობულეთში 1500 კვ მიწის ფართი გადასცა.
აჭარის მთავრობის ცნობით, ახალი ცენტრი დამატებით 30 ბავშვზე იქნება გათვლილი და 24 საათის განმავლობაში მოემსახურება შესაბამისი საჭიროების მქონე ბენეფიციარებს.
„როგორც იცით, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს მოქალაქეებზე, ჩვენს მცხოვრებლებზე ზრუნვას და განსაკუთრებული ზრუნვის ობიექტს სწორედ ბავშვები წარმოადგენენ. ჩვენ ორი წლის წინ ფონდ...
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ სოფელ მოლაოღლში შიდა გზების დაგებისათვის გათვალისწინებული 400 000 ლარი სხვა სოფლებში სასმელი წყლის მოწყობის პროექტებზე გადაანაწილა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
2021 წლის პირველ დეკემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას ბიუჯეტში აღნიშნული იყო რომ წელს მოლაოღლის შიდა გზების დაგებისათვის 400 000 ლარი დაიხარჯებოდა. თუმცა, ირკვევა, რომ 2022 წელს სოფელში შიდა გზები არ დაიგება. მარნეულის მერიის ინფორმაციით,...
სამეგრელო - აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, ენგურის ე.წ. საკონტროლო - გამშვებ პუნქტთან უბაჟო ვაჭრობის მაღაზია Duty Free-ს მშენებლობა დასრულდა. ინფორმაციას რადიო ათინათი აფხაზურ "ნუჟნაია გაზეტაზე" დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, აშენების ნებართვა აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის "პრემიერმინისტრმა" ალექსანდრე ანქვაბმა 2021 წლის 31 აგვისტოს გასცა. გამოცემა წერს, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება Apsny Duty-ს ე.წ "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან" შეთანხმების შემდეგ ეძლევა ნებართვა გამოიყენოს "ენგურის...
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროში ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობაზე მერიამ 501 192 ლარის ღირებულები ტენდერი გამოაცხადა.
"პროექტი ადგილობრივების ინტერესების და საჭიროებების გათვალისწინებით განხორციელდება.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, აშენდება ორსართულიანი, თანამედროვე ტიპის შენობა, რომელსაც მულტიფუნქციური დატვირთვა ექნება.
სატენდერო პირობების თანახმად, 2019 წლის პირველი იანვრიდან მოცემული ტენდერის გამოცხადების დღემდე, პრეტენდენტის მიერ ფაქტობრივად შესრულებული ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების ღირებულებების ჯამი უნდა იყოს არანაკლებ 1 002...
ახალციხის საკრებულოში ფრაქცია „ახალციხე – საქართველოსთვის“ თავმჯდომარის პოზიციაზე, მარინა აბულაძეს თანაგუნდელი გიორგი გიორგაძე ჩაანაცვლებს.
"დავწერე განცხადება ფრაქციის ხელმძღვანელის პოზიციის დატოვებაზე და ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი გიორგაძე გახდა“,- განაცხადა მარინა აბულაძემ.
მარინა აბულაძემ პოზიცია მას შემდეგ დატოვა, რაც ა(ა)იპ "ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების გაერთიანებას“ სასამართლო პროცესი მოუგო და იურისტის პოზიციაზე დაბრუნდა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა, რომელშიც ადრე ანაკლიის კულტურის ცენტრი ფუნქციონირებდა, იყიდება. პირობიანი ელექტრონული აუქციონის საწყისი ფასი 1 250 000 ლარია.
5 585 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის შეძენის შემთხვევაში, მყიდველმა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 წლის განმავლობაში მულტიფუნქციური დანიშნულების ფართის მოწყობის მიზნით მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
აუქციონი 15 აგვისტოს დასრულდება.
სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების პროცესში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერის მიზნით, სოფლის განვითარების სააგენტოსა და ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა.
სოფლის განვითარების სააგენტოს ცნობით, მემორანდუმს ხელი სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა და ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს თავმჯდომარემ, ვასილ ბაბუნაშვილი მოაწერეს.
მემორანდუმი სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ბენეფიციარების, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას ითვალისწინებს.
„მხარეები თანხმდებიან, რომ სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ბენეფიციარის,...
რუსთავის საკრებულოს ოპოზიციური უმრავლესობის ძალისხმევით, რუსთავს 60 მილიონი ლარის ინვესტიციის დაკარგვის საფრთხე ემუქრება. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და პარტია ,,საქართველოსთვის“ ტანდემი, რუსთავში, ქალაქისთვის და რუსთაველებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას აფერხებს, - ამის შესახებ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომელსაც ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრებიც ესწრებოდნენ.
რუსთავის მერის თქმით, პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსთავის საკრებულოს უმრავლესობა, რომელიც ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და პარტია ,,საქართველოსთვის“...
ფშაველი-აბანო-ომალოს 72 კმ-იანი გზის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების პროექტი იწყება. პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს.
„თუშეთის გზის პროექტი 8 მონაკვეთადაა დაყოფილი. ტენდერი უკვე გამოცხადდა გზის პირველი 13.5 კმ-იანი მონაკვეთის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების სამუშაოებზე. აგვისტოში ტენდერი კიდევ 14.7 კმ-იანი მონაკვეთის სამუშაოებზე გამოცხადდება. გზის 28.2 კმ-იანი მონაკვეთის სამუშაოების საერთო საორიენტაციო ღირებულება 49 მილიონი ლარი იქნება. მიმდინარე...
27 ივლისის 23:00 საათიდან 30 ივლისის 23:00 საათამდე, ვარაზისხევისა და ჭავჭავაძის გამზირის კვეთაზე არსებულ საგზაო მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
"მელიქიშვილის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა მიმდინარეობს.
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალარინების ქსელის ცენტრალურ კოლექტორზე დაერთების სამუშაოებს აწარმოებს, რის გამოც, 27 ივლისის 23:00 საათიდან 30 ივლისის 23:00 საათამდე, ვარაზისხევისა და ჭავჭავაძის გამზირის კვეთაზე არსებულ საგზაო მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































