ახალციხის საკრებულოში გახარიას პარტიიდან ფრაქციის თავმჯდომარედ გიორგი გიორგაძე დაინიშნა

501

ახალციხის საკრებულოში ფრაქცია „ახალციხე – საქართველოსთვის“ თავმჯდომარის პოზიციაზე, მარინა აბულაძეს თანაგუნდელი გიორგი გიორგაძე ჩაანაცვლებს.

“დავწერე განცხადება ფრაქციის ხელმძღვანელის პოზიციის დატოვებაზე და ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი გიორგაძე გახდა“,- განაცხადა მარინა აბულაძემ.

მარინა აბულაძემ პოზიცია მას შემდეგ დატოვა, რაც ა(ა)იპ “ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების გაერთიანებას“ სასამართლო პროცესი მოუგო და იურისტის პოზიციაზე დაბრუნდა.