ანაკლიის ცენტრში კულტურის სახლის ყოფილი შენობა იყიდება

312

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა, რომელშიც ადრე ანაკლიის კულტურის ცენტრი ფუნქციონირებდა, იყიდება. პირობიანი ელექტრონული აუქციონის საწყისი ფასი 1 250 000 ლარია.

5 585 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის შეძენის შემთხვევაში, მყიდველმა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 წლის განმავლობაში მულტიფუნქციური დანიშნულების ფართის მოწყობის მიზნით მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

აუქციონი 15 აგვისტოს დასრულდება.