თბილისში გაბაშვილის ქუჩაზე გზას აგებენ

356

თბილისის მერიის ინფორმაციით, ჩუღურეთის რაიონში, გაბაშვილის ქუჩაზე, 2 200 კვადრატულ მეტრზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება.

მათივე ცნობით, მიმდინარე სამუშაოები თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანმა, ჩუღურეთის რაიონის გამგებელთან, დავით უთმელიძესთან ერთად, დაათვალიერა.

„პროექტის ფარგლებში, ბორდიურები და საფეხმავლო ბილიკი მოეწყობა. აღნიშნული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 170 000 ლარი გამოიყო.

მიმდინარე წელს საგზაო ინფრასტრუქტურა 21 508 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა, რისთვისაც 1 333 340,73 ლარი დაიხარჯა“, – აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.