საქართველოს პროკურატურამ რუსთავში სოკოს მწარმოებელი კომპანიის დირექტორს, რომლის მიმართაც მოსახლეობას წლების განმავლობაში ჰქონდა პრეტენზიები, ბრალი წაუყენა. შპს "თეთრი ქუდის" დირექტორს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ჯარიმის გადახდა მოუწევს ან სამ წლამდე პატიმრობას მიუსჯიან.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ რუსთავში, შპს თეთრი ქუდი ნარჩენების დამუშავებას შესაბამისი ნებართვის გარეშე სათანადო პროცედურების დაუცველად ახორციელებდა, რაც ვრცელ ტერიტორიაზე და გარემოზე მავნე ზემოქმედებას...
სოფელ ტინისხიდში სამოქალაქო ბიუჯეტის დაფინანსებით მიმდინარეობს ადმინისტრაციული შენობის რაბილიტაცია, – ამის შესახებ ინფორმაცია სოფლის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
სამუშაოებისთვის გორის მუნიციპალიტეტის მერია ჯემალ ჭოველიძეს 121 999 ლარს გადაუხდის.
“ამ ეტაპზე, შენობას შეეცვალა სახურავი, ამოცვლილია კარები და ფანჯრები, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა. გრძელდება სამუშაო პროცესი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ხელშეკრულების მიხედვით, ჯემალ ჭოველიძემ სამუშაოები მიმდინარე წლის ნოემბერში უნდა დაასრულოს.
აჭარაში რომაული ფესტივალი გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ავრცელებს.
გავრცელებული ფოტო-მასალის თანახმად, ღონისძიება გონიოში, კერძოდ, გონიოს ციხეში 18 სექტემბერს ჩატარდება. იგი 16:00 საათზე დაიწყება და 22:00 საათზე დაიხურება.
ფესტივალის ფარგლებში, დაგეგმილია რომაული კულტურის შესაბამისი ისეთი აქტივობების გამართვა, როგორებიცაა: ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, რომაული ცეკვა, რომაული ქორწილი, გლადიატორთა ორთაბრძოლა, ტურნირი მშვილდოსნობაში და სხვა.
ღონისძიებაზე შესაძლებელი იქნება რომაული სამზარეულოს დეგუსტაციაც. დასწრება...
ხელვაჩაურის სოფელ ქედქედში 180 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლა აშენდა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
"ქედქედის სკოლა სრულად ადაპტირებულია და გათვალისწინებულია სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები. სკოლა 180 მოსწავლეზეა გათვლილი. საჯარო სკოლის მშენებლობისთვის 1 700 000 ლარი დაიხარჯა", - აცხადებენ აჭარის მთავრობაში.
მათივე ინფორმაციით, აჭარაში 4 ახალი საჯარო სკოლა აშენდა, სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია კი 28 სკოლას ჩაუტარდა. ყველა სკოლა უზრუნველყოფილია შესაბამისი სახელმძღვანელოებით.
https://www.facebook.com/AdjaraGovGe/posts/pfbid024piByNyViDsRhUVCkTf9UnM2e2FDNrYQdmc1ZJZsYp5TtpHdX172Tz6tPURBo3KCl
მარნეულის საბავშვო ბაღებისთვის ახალ სათამაშოების შესაძენად მარნეულის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ 63 290 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის თახმად, საბავშო ბაღებში 42 სახეობის ნივთს შეიძენენ და მუნიციპალიტეტში არსებულ 14 საბავშვო ბაღში გადაანაწილებენ.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სათამაშოები დამზადებული უნდა იყოს არატოქსიკური მასალისაგან და არ უნდა გამოყოფდეს მავნე ნივთიერებებს.
ნივთები, რომლის შეძენაც იგეგმება:
ლოტო "ცხოველები და მცენარეები"
ლოტო "ანბანი და ციფრები"
ცხოველების ნაკრები (შინაური)
...
ქალაქ გურჯაანში ნონეშვილის გამზირის რეაბილიტაცია ერთი წელზე მეტია მიმდინარეობს. ტროტუარზე ახლადდაგებული ფილები აყარეს და ხელახლაა დასაგები, დასასრულებელია ქუჩის მოასფალტებაც. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს.
მოსახლეობის ნაწილი გადათხრილი ცენტრალური ქუჩის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს და სამუშაოების დროულად დასრულებას ითხოვს. მათი თქმით, ქუჩა ისეთ მდგომარეობაშია, გადაადგილება უჭირთ.
სამუშაოების ნაწილი ამხანაგობა „არ-პი-ჯიმ" შეასრულა. როგორც "სპექტრთან" ამხანაგობის თავმჯდომარე ვლადიმერ გაგუა ამბობს, მათ ნაკისრი ვალდებულებები უკვე შეასრულეს.
"რაც ჩვენ გვევალა,...
ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან დამოუკიდებელ საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე მსგავსი ხასიათის თავდასხმები შემაშფოთებელია – ამგვარი განცხადებები შეიძლება მივიჩნიოთ როგორც ადრეული სიგნალი და საფრთხე ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების თავისუფალ გარემოში საქმიანობისთვის,- ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
სამოქალაქო სექტორის განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლების ბრალდებები სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის მადისკრედიტირებელი ეფექტი აქვს. ამასთან, ქვეყანაში სამოქალაქო და უფლებადაცვით ორგანიზაციებისთვის უსაფრთხო გარემოს არსებობას...
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, 2022 წლის აგვისტოში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი წინა წელთან შედარებით 25.7 ლარით გაიზარდა და 246.8 ლარი შეადგინა. ივლისთან შედარებით კი, საარსებო მინიმუმი 1.5 ლარით არის გაზრდილი.
ამასთან, აგვისტოში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 218.6 ლარი იყო, რაც 22.8 ლარით აღემატება 2021 წლის აგვისტოს მაჩვენებელს.
ცნობისთვის, საარსებო მინიმუმი არის ერთ მოსახლეზე სამომხმარებლო საქონლის ღირებულებითი გამოხატულება, რომელიც ქვეყნის...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკოურის ახალი სკოლის სამშენებლო სამუშაოები დაასრულა. ახალი სკოლის მშენებლობა საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსდა.
"სოფელ ჩხაკაურის 60 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა. სკოლაში 8 საკლასო ოთახი და 1 კლასლაბორატორია მოეწყო.
საკლასო ოთახების გარდა, კეთილმოეწყო სკოლის ეზოც, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ ზუგდიდში მეთორმეტე საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.
"450 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირდა და სრულად ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის.
მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები.
პროექტის განხორციელების შედეგად, სკოლის მოსწავლეები გამართული ინფრასტრუქტურით და კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებენ სწავლას.
მუნიციპალური განვითარების...
შემდეგი სტატია
თბილისში ლოტკინის დასახლებაში ხმაურია - აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა ერთ-ერთი ოჯახის გამოსახლება დაიწყეს, რაც ადგილობრივებმა გააპროტესტეს.
მხარეებს შორის სიტუაცია დაიძაბა, რის შედეგადაც რამდენიმე მოქალაქე დააკავეს, მათ შორის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კახა კუკავა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.
“იმიტომ მიჭერენ, რომ მევახშეების წინააღმდეგ ვარ. ეს არის პირადად ღარიბაშვილის და ბრეგაძის დავალება. თუ ჰგონიათ, რომ პირველად მიჭერენ და ამათი ბორკილების მეშინია... ამ ბორკილებს დაგადებ ღარიბაშვილო და...
მუნიციპალური განვითარების ფონდმა ახალი სასწავლო წლისთვის კიდევ 22 სკოლის მშენებლობა და რეაბილიტაცია დაასრულა.
"პროგრამის ფარგლებში დასრულდა შვიდი სკოლის მშენებლობა (სოფლებში: მაჩხაანი, ჩხაკაურა, ქერე, ჩხიკვთა, არგვეთა, ქინძათი, ცოფი) და თხუთმეტი სკოლის რეაბილიტაცია (სოფლებში: შორაპანი, მეორე სვირი, ცხრაწყარო, ქვედა საზანო, სოფელი ბზვანი, ოთა, დაბა ასპინძა, ვალე, ბოლნისი, ყიზილ-აჯლო, ყულარი, კაპანაჩხი, აბისი, ზუგდიდის 1 და მე-12 საჯარო სკოლები).
📎ახალ და რეაბილიტრებულ სკოლებში მოეწყო საკლასო...
გორის მერიიდან გათავისუფლებულ 13 თანამშრომელს გათავისუფლების შესახებ ბრძანებები უკვე ჩაბარდათ. “რადიო მოზაიკას” ინფორმაციით, 2 მათგანს ა(ა)იპ – ებში დაასაქმებენ. დანარჩენებს კი სამი დღის ვადაში შეუძლით მიმართონ მერიას, საჯარო მოხელთა რეზერვში ჩასმის თაობაზე.
მერიიდან თანამშრომლები გორის მუნიციპალიტეტის მერის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ინიციატივით დაწყებული რეორგანიზაციის ფარგლებში გათავისუფლდნენ. მათ მერია კომპენსაციას გადაუხდის 3 თვის ხელფასის ოდენობით.
ჯერჯერობით უწყებას ოფიციალური ინფორმაცია გათავისუფლებული თანამშრომლების შესახებ არ გაუვრცელებია.
ადგილობრივ ოპოზიციაში...
წინა სტატია
ადიგენის მაღალმთიანი სოფლის სკოლას, რომელიც ვაგონში ფუნქციონირებს ახალ სასწავლო წელს მოსწავლეები არ ეყოლება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ადიგენის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, წელს სკოლაში 163 პირველკლასელი მივიდა.
შეგახსენებთ, კიკიბოში მდებარე სკოლა ოთხკლასიანია და ის დერცელის საჯარო სკოლაზეა მიბმული. ერთადერთი მასწავლებელი, რომელიც აქ მუშაობდა, ახლა დერცელში ასწავლის.
ერთი წელია, რაც ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უნწაში კათოლიკური წირვები აღარ ტარდება. შენობა, სადაც ლიტურგიები ბოლო 15 წლის განმავლობაში აღევლინებოდა, ადიგენის მერიის მოთხოვნით სამრევლომ დაცალა. მიზეზად, მისი რეაბილიტაცია და კულტურის ცენტრად გადაქცევა სახელდებოდა, თუმცა სამუშოები დღემდე არ დაწყებულა, - წერს კათოლიკე ეკლესიის მედია catholic.ge.
„სამლოცველო შენობაზე პასუხისმგებელი პირების მეშვეობით, სასწრაფოდ დაგვაცლევინეს შენობა. მერიის მხრიდან ამის მიზეზად სახელდებოდა ის, რომ ამ შენობას...
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, 2022 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.1 პროცენტით (213.3 ლარით) გაიზარდა და 1 541.3 ლარი შეადგინა.
საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 108.8 (გაიზარდა 43.1 პროცენტით);
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 671.0 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































