მარნეულის საბავშვო ბაღებისთვის ახალ სათამაშოების შეძენა იგეგმება

310

მარნეულის საბავშვო ბაღებისთვის ახალ სათამაშოების შესაძენად მარნეულის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ 63 290 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის თახმად, საბავშო ბაღებში 42 სახეობის ნივთს შეიძენენ და მუნიციპალიტეტში არსებულ 14 საბავშვო ბაღში გადაანაწილებენ.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სათამაშოები დამზადებული უნდა იყოს არატოქსიკური მასალისაგან და არ უნდა გამოყოფდეს მავნე ნივთიერებებს.

ნივთები, რომლის შეძენაც იგეგმება:

  • ლოტო “ცხოველები და მცენარეები”
  • ლოტო “ანბანი და ციფრები”
  • ცხოველების ნაკრები (შინაური)
  • ცხოველების ნაკრები (გარეული)
  • ხის დაფა ხილით
  • ხილი კალათით
  • ხის ფერადი ასაწყობი
  • ხის ფაზლი ცხოველებით
  • ხის მაგნიტური ფაზლი ანკესით
  • ხის მაგნიტური ფიგურები მასიური ხის მასალისგან დამზადებული სხვადასხვა ფიგურები მაგტიტებზე.
  • ხის მუსიკალური ნაკრები – მასიური ხის მასალისგან დამზადებული მუსიკალური ინსტრუმენტი.
  • ხის ასაწყობი მანქანა
  • ხის წიგნი ფაზლი 6 ასაწყობი სურათით
  • დაფა ამოსაჭრელი ცხოველებით
  • ხის სასწორი
  • ხის დაფა ბოსტნეულით
  • ხის სახლი ფორმებით და ციფრებით
  • დასაჭრელი ხილი და ბოსტნეული
  • ფერადი ბურთების კომპლექტი
  • თოჯინა – თოჯინა ბიჭი,გოგო ტანსაცმლით.
  • მანქანა – მანქანა მაღალი ხარისხის პლასტმასი
  • ეტლი – თოჯინის ეტლი რკინის დეტალებით,მაღალი ხარისხის პლასტმასი,გამოკრული ქსოვილი,
  • სამზარეულო ნაკრები – მაღალი ხარისხის პლასტმასისგან დამზადებული სამზარეულოს ჭურჭლის ნაკრები.არაწვეტიანი დაბოლოვებით.
  • ბოულინგი – მაღალი ხარისხის ფერადი ბოულინგი ბურთთან ერთად
  • ასაწყობი კონსტრუქტორი(მყარი) – მაღალი ხარისხის ფერადი კუბიკები სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურების, მგორავ პლასტმასის საბურავებით.
  • აკვანი(მყარი) – თოჯინის საწოლი.
  • საბავშვო ექიმის ხელსაწყოების ნაკრები
  • ხელსაწყო ნაკრები
  • უთო თავისი მაგიდით
  • ტრილიაჟი – მაღალი ხარისხის პლასტმასისგან დამზადებული ტრილიაჟი აქსესუარებით
  • ხის ფაზლები
  • ქსილაფონი – 7 კლავიში, 2 დასარტყმელი ჯოხი
  • სამზარეულო – მაღალი ხარისხის პლასტმასისგან დამზადებული სამზარეულო აქსესუარებით
  • კინეტიკური ქვიშა – კინეტიკური ქვიშა სხვადასხვა ფერით
  • პლასტილინი – საწერძი პლასტილინი, 12 ფერი
  • ფანქრები – სახატავი ფანქარი, 12 ფერი
  • ფერადი ფურცლები – ფურცლის სისქე: 80გ/მ², ფურცლის ზომა: A4, 250 ფურცელი, 10 ფერი
  • მაკრატელი- მაკრატელი თავსახურით 12.1სმ
  • გუაში – გუაში 20მლ, 6 ფერი
  • თიხა – თიხა საძერწი სხვადასხვა ფერის
  • ფუნჯები – სახატავი ფუნჯები 6 ცალი
  • პენოპროპილენის ზედაპირი მაღალი გამძლეობის

მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანების ტენდერის მიხედვით, თითოეულ ნივთს 82 ცალს შეიძენენ. ტენდერში მონაწილეობის მიღება მსურველ კომპანიებს 19-21 სექტემბრის პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული ვალდებული იქნება სათამაშოები ბაღებს ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარულ დღეში მიაწოდონ.