ქარელის მუნიციპალიტეტის მერია ახალ სატვირთო მანქანებს ყიდულობს, რომლებსაც ამწეები და თვითმცლელი მექანიზმები ექნება. მათ შესაძენად, უწყებამ ტენდერი უკვე გამოაცხადა და სავარაუდო შესყიდვის თანხად 378 840 ლარი განსაზღვრა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. “ამ ეტაპზე ორი ავტომანქანა გვყავს,თუმცა ორივე მწყობრიდან არის გამოსული. ერთი საერთოდ არ მუშაობს და მეორესაც ძალით ვამუშავებთ, ამიტომ გახდა საჭირო ახალი ავტომანქანების დამატება”, – გამაცხადა კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, ზვიად...
გორის მუნიციპალიტეტს 10 თვეში 198 032 ტურისტი და ვიზიტორი ეწვია. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს, ტურიზმის განყოფილების ცნობით, მუნიციპალიტეტს ყველაზე მეტი ტურისტი ივნისში სტუმრობდა. იანვარი – 4 968; თებერვალი – 4 457; მარტი – 6 674; აპრილი – 12 765; მაისი – 30 693; ივნისი – 37 582; ივლისი – 36 600; აგვისტო – 31 467; სექტემბერი...
თბილისის განვითარების ფონდმა პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, ანტონ კათალიკოსის ქუჩაზე, N30-N32-ში მდებარე საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია დაასრულა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ორივე შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს. როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში, კათალიკოსის ქ. N30-ში მდებარე ავარიული შენობის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა შესაბამისი წესების დაცვით განხორციელდა. "მოეწყო კომუნიკაციები და ჩატარდა სრული სარემონტო სამუშაოები. ამავე ქუჩის N32-ში არსებული შენობა კი კონსტრუქციულად გამაგრდა, შეიცვალა...
ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით, 2022 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში სულ დასრულდა და მიმდინარეობს 168 პროექტი, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომიაზე განაცხადა. "ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით, 2022 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში სულ დასრულდა და მიმდინარეობს 168 პროექტი....
გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსური დახმარება გაეწევა და სტუდენტების 2022-2023 სასწავლო წლის დაფინანსება გაგრძელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნულ საკითხზე, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომიაზე იმსჯელეს. “კომისიის 25-ე სხდომის დღის წესრიგის თანახმად, რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის განხილვის შედეგად...
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაციას აგრძელებს. ამჯერად, სრულიად ახალი სპორტული მოედანი სოფელ ლიკანში, მესხეთის N107 ეწყობა. სამუშაოებისთვის ადგილობრივ ბიუჯეტიდან 145 142 ლარია გათვალისწინებული. პროექტის ფარგლებში, მოედანზე ბალახის ხელოვნური საფარი დაიგება, დამონტაჟდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფეხბურთისა და კალათბურთის კარები და ფარები, მოეწყობა განათების სისტემა, ასევე შემოიღობება მოედანი. "ადგილობრივი მოსახლეობის სურვილი იყო, რომ აღნიშნულ მისამართზე მოეწყოს სპორტული მოედანი....
ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ დეპუტატები დაუპირისპირდნენ. სხდომის დაწყებისთანავე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თათია ნიკოლაიშვილმა ოზურგეთის მერიის ერთ-ერთი პროგრამის ბიუჯეტი გააპროტესტა, რომელიც პირუტყვის უკონტროლო გადაადგილების აღკვეთას ემსახურება. მისი განცხადებით, აღნიშნული პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 90 000 ლარს შეადგენს. ნიკოლეიშვილის თქმით, მაშინ როცა ოზურგეთში ათასობით სოციალურად დაუცველია და საკვებ პროდუქტებზე ფასები კატასტროფულად იზრდება, ბიუჯეტის...
შრომის უსაფრთხოების მიმართულებით 446 ობიექტი პირველადად შემოწმდა, განმეორებითად კი ჯამში 1074-მა ობიექტმა გაიარა ინსპექტირება. შემოწმების პროცესში 4 538 დარღვევა გამოვლინდა. ამის შესახებ შრომითი ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, განმეორებითი ინსპექტირების დროს კომპანიების 28%-მა გამოასწორა პირველად გაცემული მითითებები, რაც 2020 წელთან შედარებით, საგრძნობ გაუმჯობესებას ასახავს. „ანგარიშში...
საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით, მეტროს სისტემაში ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, შშმ პირებისთვის შერჩეული სადგურების სრული მექანიზაცია-აღჭურვა იგეგმება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, კვლევის ფარგლებში, მეტროსადგურებში გარკვეული რეფორმები უკვე განხორციელდა. „ქალაქების განვითარების ინიციატივა აზიისთვის“ (CDIA) და აზიის განვითარების ბანკის (ADB) ჩართულობით, ჩავატარეთ წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა, რომლის მიზანია, უზრუნველყოს ინვესტიციების გაგრძელება თბილისის მეტროს სისტემაში. პირველ...
ჩვენს მიერ გამოცხადებული ტენდერებით გვაქვს გარკვეული პრობლემები მეტროსადგურების რეაბილიტაციის თვალსაზრისით, ქართული კომპანიები არ იღებენ, ვერ იღებენ პასუხისმგებლობას ამ სამუშაოების ჩატარებაზე მას შემდეგ, რაც ვარკეთილის მეტროში მოხდა ჭერის ჩამოშლა და ჩამონგრევა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, თბილისის მეტროსადგურების განახლების პროექტზე, რომელიც მიზნად 11 მეტროსადგურის სრულ რეაბილიტაცია-განახლებას ისახავს, მუშაობა ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკთან ერთად მიმდინარეობს. „ყველა ...
ორი დღის წინ, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა გადაყვანის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. დღის განმავლობაში მგზავრთა გადაყვანის ჯამური რაოდენობა მეტროსა და ავტობუსში 1 035 000-მდე იყო, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. თბილისის მერის თქმით, მეტროს შემთხვევაში 502 508 მგზავრობა, ავტობუსის შემთხვევაში კი 532 076 მგზავრობა განხორციელდა. „ამ ყველაფრის მიუხდავად, მეტროს პირველი ხაზიდან მეორე ხაზზე გადასასვლელ გვირაბში იცით თუ როგორი პრობლემები იყო,...
მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრსა“ და „ვარკეთილში“ გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო ახალი ტურნიკეტები მოეწყობა. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ახალი ტურნიკეტის მოწყობის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება 9 გასასვლელის მოწყობა, რაც 30%-ით მეტი მგზავრის გატარების შესაძლებლობას მოგვცემს. „მეტროში პრობლემური საკითხია ვარკეთილის და გლდანის მეტროს ჩასასვლელი და ამოსასვლელი, რომელიც ვერ ატარებს იმ მგზავრების ნაკადს, რომელიც განსაკუთრებით პიკის საათის დროს იყენებს მეტროს. ჩვენ ამ მიმართულებით დაწყებული...
გასული წლის შემდეგ, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრში დასაქმებული ექიმებისა და მძღოლების ხელფასი არ შეცვლილა - სასწრაფოში დასაქმებული ექიმებისა და მძღოლებისთვისაც შრომის ადეკვატური ანაზღაურება უნდა განისაზღვროს, - ასე ეხმაურება სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინტერესების დამცველი ორგანიზაცია პროფკავშირები ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ილია ღუდუშაურის მიერ „პალიტრანიუსის" ეთერში გაკეთებულ განცხადებას, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელთა მოთხოვნა ხელფასის 100%-იან მატებასთან დაკავშირებით არარელევანტურია. როგორც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და...
წინა სტატია მთავრობა "სახვანჭკარე" ყურძენსაც დაასუბსიდირებს - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. სუბსიდირების მოცულობა 1 კილოგრამზე როგორც ალექსანდროულის, ასევე, მუჯურეთულის შემთხვევაში 4 ლარი იქნება. „მიმდინარე წლის რთვლის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, ხვანჭკარის მიკროზონაში მოწეული 1კგ ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნის შესყიდვისას განხორციელდება ღვინის კომპანიის სუბსიდირება 4 ლარის ოდენობით; ამასთან, სუბსიდიის მისაღებად ღვინის კომპანია...
გორის მუნიციპალურ ტრასპორტში უფასო WI-FI ამოქმედდა. ორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს განმარტებით, მოქალაქეებს ინტერნეტის უფასოდ გამოყენება მიმდინარე წლის 4 ოქტომბრიდან შეუძლიათ. ინფორმაციისთვის, მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრებს ტელეფონების დამუხტვაც შეეძლებათ.
ხაშურის მე-7 საჯარო სკოლა განათლების კოალიციისა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის მიერ, საჯარო სკოლებისთვის გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულია. შედეგად, სკოლაში ციფრული რესურსი სასწავლო პროცესში ინტეგრირდება. კონკურსის გამარჯვებულად მეშვიდე საჯარო სკოლა “ CK 12 საგანმანათლებლო პლატფორმამ შეარჩია. ინფორმაციისთვის, “CK 12″ წარმოადგენს საერთაშორისო საგანმანათლებლო პლათფორმას, რომლის მიზანიც ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობაა, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ