ქარელის მერია 378 840 ლარად 2 თვითმცლელი სატვირთოს შეძენას გეგმავს

226

ქარელის მუნიციპალიტეტის მერია ახალ სატვირთო მანქანებს ყიდულობს, რომლებსაც ამწეები და თვითმცლელი მექანიზმები ექნება. მათ შესაძენად, უწყებამ ტენდერი უკვე გამოაცხადა და სავარაუდო შესყიდვის თანხად 378 840 ლარი განსაზღვრა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

“ამ ეტაპზე ორი ავტომანქანა გვყავს,თუმცა ორივე მწყობრიდან არის გამოსული. ერთი საერთოდ არ მუშაობს და მეორესაც ძალით ვამუშავებთ, ამიტომ გახდა საჭირო ახალი ავტომანქანების დამატება”, – გამაცხადა კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, ზვიად იმერლიშვილმა.