მიმდინარე წლის სექტემბერში, თეთრიწყაროს, ახალქალაქისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში, ჯამში, 33 665 ჰექტარ ფართობზე, ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები დასრულდა. ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის, ლაგოდეხის აღკვეთილის, ალგეთისა და ჯავახეთის დაცული ტერიტორიებისთვის მომზადდა ტყის მართვის გეგმები, რაც დაეხმარება სააგენტოს, განახორციელოს ტყის მდგრადი მართვა სამიზნე მუნიციპალიტეტებში. გარდა ამისა, ჩატარდა შესაძლებლობების გაძლიერების ღონისძიებები, განხორციელდა ცალკეულ თანამშრომელთა სწავლება-გადამზადება, რათა მომავალში სააგენტომ დაცულ ტერიტორიებზე საკუთარი ძალებითა და შიდა ადამიანური...
თბილისის სხვადასხვა რაიონში მცხოვრებ დამატებით, 260 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ 2017 წელს დაწყებული პროგრამა წარმატებით ხორციელდება. მისი თქმით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, კერძო საკუთრებაში უკვე რამდენიმე ასეული მილიონის ღირებულების ფართია გადაცემული. „დაწყებული გვაქვს საცხოვრებელი ფართების დაკანონება იმ ოჯახებისთვის, რომლებიც წლების განმავლობაში, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებში ცხოვრობდნენ და მათ დაკანონებას...
თბილისის მერის მოადგილის ანდრია ბასილაიას განცხადებით, ვაკის პარკის აღდგენის პროექტი 33 მილიონ ლარამდე დაჯდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პარკის აღდგენა-რეაბილიტაცია გამწვანებითი სამუშაოების ჩათვლით, ზაფხულში დასრულდება. „ვაკის პარკის აღდგენისა და რეაბილიტაციის პროექტი შარშანწინ დავიწყეთ. შარშან დასრულდა პარკის ძირითადი სამუშაოები და დაიწყო ცენტრალური კასკადის, შადრევნის რეაბილიტაცია. ჯამში, ვაკის პარკის აღდგენის პროექტი 33 მილიონ ლარამდე ავიდა. კომპონენტი, რომელიც ახლა დასრულდა, 1.5 მილიონი ლარი დაჯდა....
თბილისის მერის მოადგილის ანდრია ბასილაიას განცხადებით, დიღმის ჭალების პროექტთან დაკავშირებით სამუშაოები სავარაუდოდ, მომავალ წელს დაიწყება. როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, დიღმის ჭალებს გარკვეული პრობლემები აქვს დაბინძურებასთან დაკავშირებით, პროცესში ჩართულები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები და როდესაც იქნება პროექტთან დაკავშირებით შეთანხმება, შემდგომ დაიწყება სამუშაოები. „დიღმის ჭალის პროექტს რაც შეეხება, როგორც იცით, პროექტი რამდენიმე წლის წინ დავასრულეთ, თუმცა შემდეგ პროექტში ჩაერთო „აზიის განვითარების ბანკი“, რომელიც ამ პროექტს...
თბილისის მერის მოადგილის ანდრია ბასილაიას განცხადებით, თემქის ხევში, ახალი პარკის მოწყობის სამუშაოები მომავალი წლის გაზაფხულზე დასრულდება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სანიაღვრე სისტემის მოწესრიგების გამო, ინფრასტრუქტურულმა სამუშაოებმა გადაიწია. „თემქის ხევის პარკთან ჩვენ გარკვეული პრობლემები შეგვექმნა სანიაღვრე სისტემასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ირგვლივ არცერთ კვარტალს არ აქვს მოწესრიგებული სანიაღვრე სისტემა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პარკთან ერთად, ეს სისტემა მოვაწესრიგოთ. ამჟამად უკვე ეწყობა პარალელურ რეჟიმში ქსელი. ამან გამოიწვია...
წინა სტატია წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა აცხადებს, რომ მისი კუთვნილი ავტომობილი განგებ დაწვეს. მისივე თქმით, იმის გამო, რომ წალენჯიხა ერთადერთი ოპოზიციური მუნიციპალიტეტია, რომელიც რეფორმებს ახორციელებს და ანტიკორუფციულ სქემებს შიფრავს, სისტემიდან გამორჩეული გახდა და ამან ვიღაცა ძალიან გააღიზიანა. ხარჩილავას განცხადებით, მანქანა 100%-ით გამართული იყო და ამიტომ ის თვითაალებას გამორიცხავს. „03:30-ზე შვილმა რაღაცის გასკდომის ხმა გაიგო. მაშინვე 112-ში დავრეკეთ. მანქანას უკვე ცეცხლი ეკიდა. აქ სურათი...
თბილისის მერია ფილარმონიის წინ არსებული ტერიტორიის მოწესრიგებას გეგმავს. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სარეაბილიტაციო სამუშაოები მომდევნო დღეების განმავლობაში დაიწყება. „მოგეხსენებათ, რომ თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზი დედაქალაქის ღირსშესანიშნავ ნაგებობას წარმოადგენს, შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათია. ალბათ, გაქვთ ინფორმაცია, რომ აღნიშნული ტერიტორია ამორტიზებულია, სხვადასხვა ტიპის დაზიანებებია. გადავწყვიტეთ მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში დავიწყოთ სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის, ფილარმონიის წინ...
წინა სტატია გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების სკოლაში, სადაც მშობლების ინფორმაციით, მე-3 წელია რეაბილიტაცია მიმდინარეობს, სარემონტო სამუშაოებისთვის ტენდერი ხელახლა გამოცხადდება. როგორც მუნიციპალურ განვითარების ფონდში განაცხადეს, კომპანიას, რომელიც სკოლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებდა, გაფრთხილების შემდეგ კონტრაქტი გაუწყვიტეს, ახალი ტენდერი კი შემდეგ კვირაში გამოცხადდება. „ჰქონდათ გაფრთხილება, რომ თუ არ დაიწყებოდა სამუშაოები, მობილიზება არ იქნებოდა და სამუშაოების ტემპს არ აუჩქარებდნენ, გავუწყვეტდით ხელშეკრულებას. ასეც მოხდა - ვერ გააკეთეს...
მიმდინარე წლის 1 იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, ოჯახში ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით 5 827 შემაკავებელი ორდერი გაიცა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ მონაცემებშია ასახული, მსხვერპლი ქალის რაოდენობა 4 574-ს შეადგენს, მსხვერპლი კაცის კი 887-ს. უწყების ცნობით, მოძალადე კაცი 4 329, მოძალადე ქალი კი 805-ია. რაც შეეხება ძალადობის სახეებს, სამინისტროს ინფორმაციით, ამავე პერიოდში, ქვეყანაში ფიზიკური ძალადობის 146, ფსიქოლოგიურის - 5 382, ეკონომიკურის - 119,...
წინა სტატია გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, თბილისის სატრანსპორტო კომპანია 35 ტურნიკეტს შეიძენს, რომელიც მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“, „ვარკეთილსა“ და „დიდუბეში“ განთავსდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მედიასთან ურთიერთობის მენეჯერმა, თამაზ რობაქიძემ განუცხადა. რაც შეეხება ვადებს, თუ როდის დაიწყება ე.წ. ტურნიკეტების მონტაჟი, როგორც თამაზ რობაქიძე განმარტავს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს წინა სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება, პროექტი კი ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 თვის ვადაში უნდა დასრულდეს. “ამ ეტაპზე კომპანია...
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიასა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიხედვითაც იუნისეფის მხარდაჭერით ფოთი „ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივას“ შეუერთდა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერა, ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა. როგორც ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ აღნიშნა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით იღებენ ვალდებულებას, რომ განხორციელებული სოციალური, რეკრეაციული თუ ინფრასტრუქტურული პროექტები...
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლები სკოლის რეაბილიტაციის დროულად დასრულებას მოითხოვენ. როგორც მშობლები აცხადებენ, რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელი კომპანია სამუშაოებს ფაქტობრივად არ ასრულებს, რის გამოც 3 წლის წინ დაწყებული სამუშაოები ამ დრომდე არ დასრულებულა. მათივე ინფორმაციით, სკოლა უკვე მე-3 წელია არ ფუნქციონირებს, ამის გამო კი, მიმდინარე სასწავლო წლის დაწყებაც ბავშვებს ჰიბრიდულ რეჟიმში მოუწიათ. როგორც მოსწავლეების მშობლები განმარტავენ, მოსწავლეებს გაკვეთილები კვირაში 3...
წინა სტატია წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას კუთვნილი ავტომანქანის დაწვის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. შეგახსენებთ, წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას განცხადებით, გვიან ღამის მის საცხოვრებელ სახლთან პირადი ავტომობილი დაუწვეს. მისივე თქმით, ფაქტი დაახლოებით, 03:30 საათზე მოხდა.
შემდეგი სტატია წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას განცხადებით, გვიან ღამით მის საცხოვრებელ სახლთან პირადი ავტომობილი დაუწვეს. მისი თქმით, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. "ეს ფაქტი, დაახლოებით, 03:30 საათზე მოხდა. ჩემი პირადი ავტომობილია დამწვარი. მანქანა 100%-ით იყო გამართული. ექსპერტიზა ჩატარდა, მალევე მოვიდა პოლიცია და გამოძიება დაიწყო",- აღნიშნავს გია ხარჩილავა. წალენჯიხის მერიაში, მერის, გია ხარჩილავას ავტომანქანის დაწვას მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებენ. როგორც მერის მოადგილემ, თამარ ბელქანიამ განაცხადა,...
ხაშურის სამუსიკო სკოლისთვის 48 000 ლარიანი როიალი შეიძინეს. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო მოზაიკა ავრცელებს. როგორც ხაშურის მერიაში განაცხადეს, მუსიკალური ინსტრუმენენტი კულტურის სამინისტროს თანადაფინანსებით იყიდეს. "30 000 ლარი იყო სამინისტროს წილი, ხოლო, ხაშურის ბიუჯეტიდან 18 000 ლარი დაიხარჯა. სამუსიკო სკოლაში ახალი ინსტრუმენტის არსებობა ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვას და კლასიკური საღამოებისა თუ ფესტივალების გამართულად ჩატარებას", – განაცხადეს ხაშურის მერიაში.
კასპის სოფელ თმოგვში 4 სოფელზე (თმოგვი, მირაშხანი, ნაქალაქევი და ფია) გათვლილი საბავშვო ბაღი აშენდება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ბაღის მშენებლობისთვის თანხა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო. ხელშეკრულება შპს "კ-კომპანიასთან" გაფორმდა, ხოლო, პროექტის ღირებულებამ 831 800 ლარი შეადგინა. სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე გამოქვეყნებული სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, სამუშაო ორ ეტაპად განხორციელდება და 2023 წლის 31 აგვისტოს დასრულდება. შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა 3 წელია.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ