ბასილაია: დიღმის ჭალების პროექტთან დაკავშირებით სამუშაოები, სავარაუდოდ, მომავალ წელს დაიწყება

210

თბილისის მერის მოადგილის ანდრია ბასილაიას განცხადებით, დიღმის ჭალების პროექტთან დაკავშირებით სამუშაოები სავარაუდოდ, მომავალ წელს დაიწყება.

როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, დიღმის ჭალებს გარკვეული პრობლემები აქვს დაბინძურებასთან დაკავშირებით, პროცესში ჩართულები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები და როდესაც იქნება პროექტთან დაკავშირებით შეთანხმება, შემდგომ დაიწყება სამუშაოები.

„დიღმის ჭალის პროექტს რაც შეეხება, როგორც იცით, პროექტი რამდენიმე წლის წინ დავასრულეთ, თუმცა შემდეგ პროექტში ჩაერთო „აზიის განვითარების ბანკი“, რომელიც ამ პროექტს აფინანსებს. ამჟამად ხდება პროექტის მორგება „აზიის განვითარების ბანკის“ სტანდარტებზე. ასევე, როგორც იცით, დიღმის ჭალებს გარკვეული პრობლემები აქვს დაბინძურებასთან და გარემოს დაცვასთან დაკავშირებით, ამ პროცესში ჩართულები არიან არასამთავრობოები და როდესაც გვექნება სრული შეთანხმება პროექტთან დაკავშირებით, შემდგომ დაიწყება სამუშაოები. ჩვენი ვარაუდით, ეს მომავალ წელს იქნება“,-განაცხადა ბასილაიამ.