ხაშურის სამუსიკო სკოლისთვის 48 000 ლარიანი როიალი შეიძინეს

426

ხაშურის სამუსიკო სკოლისთვის 48 000 ლარიანი როიალი შეიძინეს. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო მოზაიკა ავრცელებს.

როგორც ხაშურის მერიაში განაცხადეს, მუსიკალური ინსტრუმენენტი კულტურის სამინისტროს თანადაფინანსებით იყიდეს.

“30 000 ლარი იყო სამინისტროს წილი, ხოლო, ხაშურის ბიუჯეტიდან 18 000 ლარი დაიხარჯა. სამუსიკო სკოლაში ახალი ინსტრუმენტის არსებობა ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვას და კლასიკური საღამოებისა თუ ფესტივალების გამართულად ჩატარებას”, – განაცხადეს ხაშურის მერიაში.