შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მცხეთა-მთიანეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სპეციალიზებულ სამაშველო განყოფილების მაშველებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამთო ფეხსაცმელები, სამთო ქურთუკები და აქსესუარები გადაეცათ. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თეიმურაზ მღებრიშვილმა განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე პირადად შეამოწმა და მაშველებს პირადად გადასცა ახალი აღჭურვილობა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სპეციალიზებულ სამაშველო განყოფილებას მაღალი გამავლობის ავტომობილიც...
პარტია „ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი გელათის ტაძარში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.
მისი თქმით, ერთ წელიწადში სიტუაცია მნიშვნელოვნად დამძიმდა და მომხდარზე, სრული პასუხისმგებლობა კულტურის მინისტრს თეა წულუკიანს ეკისრება.
ნაცვლიშვილის განცხადებით, თეა წულუკიანი ინფორმაციას მალავს და რეალურ მდგომარეობას არ ასაჯაროებს. მისივე თქმით, ტაძრის ირგვლივ მოვლენებზე დუმილი დანაშაულია, ამიტომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ხელისუფლებას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, „იუნესკოს" წერილობით მიმართავენ.
„მიჭირს საუბარი, იმდენად მძიმე...
სოფელ დიღომში, მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია სრულდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, 3 850 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება.
„აღნიშნულ ქუჩაზე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყლისა და წყალარინების სისტემა მოაწყო. ამ დროისთვის, ასფალტის საფარის ზედა ფენის დაგება მიმდინარეობს.
მიმდინარე პროცესს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.
გასულ წელს, სოფელ დიღომში სამი ქუჩა - კვირაცხოვლის, ვაჟა-ფშაველასა და მამუჩაშვილის ქუჩები...
წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა მისი კუთვნილი ავტომანქანის დაწვის ფაქტთან დაკავშირებით პოლიციაში გამოკითხეს.
როგორც ხარჩილავამ ჟურნალისტებს განუცხადა, სამართალდამცავების კითხვებს უპასუხა და ამასთან, საკუთარი ვერსიები მიაწოდა.
„ვუპასუხე, რომ მანქანა გამართული იყო 100%-ით. ვუთხარი, რა დროს მოვედი და როგორ გავიგე ხანძრის შესახებ. ასევე მთავარ შეკითხვაზე, წინა პერიოდებში იყო თუ არა მუქარები ან რაიმე უჩვეულო ხომ არ შემინიშნავს, ვუთხარი, რომ მსგავსი რამ არ ყოფილა, მაგრამ...
ა(ა)იპ „ახალციხის ციხეს“ ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობაზე ზაზა თამარაშვილი დაინიშნა, რომელიც მოვალეობის შესრულებას 11 ოქტომბრიდან შეუდგა.
ახალციხის მერიის ინფორმაციით, იგი ამ პოზიციაზე 2016-2018 წლებშიც მუშაობდა.
ახალი ხელმძღვანელი თანამშრომლებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა პირადად წარუდგინა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. შეხვედრას მერის მოადგილე ვაჟა გაჩეჩილაძე და ა(ა)იპ ახალციხის ციხის ყოფილი დირექტორი გიორგი ნათენაძე ესწრებოდნენ.
როგორც, ირაკლი ლაზარაშვილმა აღნიშნა, „ახალციხის ციხე“ მნიშვნელოვან...
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის მერთან არჩილ ჩიქოვანთან და მთავრობის წევრებთან ერთად დეველოპერებს შეხვდა და ,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე” პროგრამის დეტალები და სამშენებლო კოდექსში შესული ცვლილებები გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანი იყო ის ცვლილებები, რომელიც სამშენებლო კოდექსში განხორციელდა.
„ჩვენთვის ნომერ პირველ პრიორიტეტად რჩება ავარიულ სახლებში მცხოვრები მოსახლეობა და მათი უსაფრთხო საცხოვრისით უზრუნველყოფა. დაინტერესება...
წინა სტატია
თუკი ვინმე არის პოლიტიკურად უინტერესო, ეს პიროვნებაა - ნებისმიერი სახის პოლიტიკურ შურისძიებაზე საუბარი ძალიან უხერხულია, - ასე უპასუხა “ქართული ოცნების“ დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა წალენჯიხის მერის გია ხარჩილავას ავტომობილის დაწვის თაობაზე დასმულ შეკითხვას.
იონათამიშვილის თქმით, ადგილი აქვს ამ ფაქტით პოლიტიკულ სპეკულირებას, მომხდარის მიზეზებს კი გამოძიება დაადგენს.
“იმ პარტიის მხრიდან, ვინც პოლიტიკური სპეკულაციებით არის სახელგანთქმული, არაფერი გვიკვირს. ასე გააგრძელონ - სპეკულაციებით სადამდე მიიყვანეს საკუთარი პარტია,...
"გირჩი" „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების ინიციატივით გამოდის, რომელიც ქონების გადასახადს შეეხება. კერძოდ, როგორც დღეს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ჰერმან საბომ განაცხადა, დადგენილი წესი, რომ 0.2 პროცენტის ოდენობით ქონების გადასახადს იხდიან 40 ათას ლარზე მეტი შემოსვლის მქონე ოჯახები, ხოლო თითქმის 1 პროცენტამდე გადასახადს 100 ათასი ლარის შემოსავლის მქონე ოჯახები, ინფლაციის გათვალისწინებით რელევანტური აღარ არის და შემოსავალი ერთ შემთხვევაში 70 ათასს, ხოლო მეორე შემთხვევაში...
დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაფართოვდა - დიაბეტის მქონე ბავშვები პროგრამით სარგებლობას უკვე გურჯაანსა და მარნეულშიც შეძლებენ.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონებში, სახელმწიფო პროგრამის ვაუჩერულ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ბავშვთა ენდოკრინოლოგების მიერ კონსულტაცია ჰიბრიდულ რეჟიმში მოხდება - კერძოდ: დადგენილი პერიოდულობით (თვეში არანაკლებ ერთხელ) სამედიცინო დაწესებულებაში, ენდოკრინოლოგის მიერ ბენეფიციარების ადგილზე მომსახურება მოხდება, ხოლო კონსულტაციების ნაწილი განხორციელდება დისტანციურად.
უწყების ინფორმაციით, ბავშვთა ენდოკრინოლოგები ძირითადად დასაქმებულნი...
წინა სტატია
ის, რაც გუშინ მოხდა, აღიქმება როგორც მუქარა და თავდასხმა არა პერსონალურად გია ხარჩილავაზე, არამედ საქმიანობაზე, რასაც წალენჯიხაში წარმატებით და შემართებით ახორციელებს კოალიციური ადგილობრივი ხელისუფლება - ვერავის დააშინებენ, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა წალენჯიხის მერის მანქანის დაწვის ფაქტთან დაკავშირებით გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, მომხდარი არის ხარჩილავას საქმიანობის გამო განხორციელებული ქმედება და კოალიციურ ადგილობრივ ხელისუფლებაზე თავდასხმა.
„ვერავის დააშინებენ...
ქობულეთში, სოფელ ბობოყვათის მოსახლეობამ სანაპიროზე არსებული მიწის ნაკვეთების დაბრუნების მოთხოვნით, ბობოყვათიდან „ქართული ოცნების” ოფისთან საპროტესტო აქცია-მსვლელობა გამართა.
აქციის მონაწილეებმა, პროტესტის ნიშნად, მინისტრების ფოტოები დაწვეს. მათი თქმით, სოფელ ბობოყვათში სანაპიროსთან მიწის ნაკვეთი წინაპრებმა დაუტოვეს, თუმცა სახელმწიფომ 2004 წელს ჩამოართვა და მას შემდეგ ისინი მიწის ნაკვეთების დაბრუნებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ სახელმწიფომ აღნიშნული ტერიტორია ბიზნესმენზე გაასხვისა, რაც მათთვის მიუღებელია.
„ყველა ხელისუფლება, ვინ ხალხის წინააღმდეგ...
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი აცხადებს, რომ რთველი ფაქტობრივად ფინალურ სტადიაზეა და წარმატებით სრულდება.
“ წინა წლებთან შედარებით სუბსიდიის მოცულობა 40-50 მლნ ლარით ნაკლები დაგვჭირდა. ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან სახელმწიფო მუდმივად ცდილობს განახორციელოს ისეთი ღონისძიებები, რომლებიც აუცილებელია სუბსიდირების თვალსაზრისით, მაგრამ ყველა ვთანხმდებით, რომ სუბსიდირება არ არის მაინც და მაინც კარგი.
წლევანდელმა წელმა დაადასტურა, რომ ის ზომები, რაც სახელმწიფომ გაატარა ეფექტურია...
წალენჯიხის მერის მოადგილე თამარ ბელქანია სამართალდამცველებს მერის, გია ხარჩილავას მანქანის დაწვის ფაქტის სასწრაფოდ გამოძიებისკენ, საელჩოებს კი გამოძიებაში ჩართვისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ბელქანიამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
„გამთენიისას დაწვეს მერის პირადი მანქანა. ეს მოხდა მისი სახლის წინ, სადაც მისი ოჯახი, ასაკოვანი მშობელი იმყოფება. მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, სასწრაფოდ იქნეს გამოძიებული ფაქტი. ასევე, მოვუწოდებ დიპლომატიურ კორპუსს, საელჩოებს, ჩაერთონ ამ გამოძიებაში, რომლისადმი საზოგადოების ინტერესიც მაღალია....
წინა სტატია
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ოპოზიციონერ მერ გიორგი ხარჩილავაზე თავდასხმა სასწრაფოდ უნდა გამოიძიონ და ყველა დამნაშავე უსწრაფესად დასაჯონ, - ამის შესახებ „ლელოს" განცხადებაშია ნათქვამი.
მათივე ინფორმაციით, წალენჯიხის ცენტრში, მერის საცხოვრებელი სახლთან, მისი კუთვნილი ავტომობილის დაწვა პირდაპირ აღიქმება, როგორც „ტერორი და დაშინების მცდელობა“.
„ანალოგიური დანაშაულები კიდევ ერთხელ ქმნის დაუცველობის და ქვეყანაში უკონტროლობის განცდას, სრული პასუხისმგებლობა ახლა ეკისრება შესაბამის უწყებებს და საქართველოს ხელისუფლებას. ოპოზიციის დაშინების მცდელობა...
წინა სტატი
დეპუტატი ანა წითლიძე წალენჯიხის მერის ავტომანქანის დაწვას, მისი დაშინების მცდელობად აფასებს. პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ენმ-ის წარმომადგენელმა თქვა, რომ გია ხარჩილავას მიმართ იყო არაერთი მუქარა, რაზეც მანამდე არ უსაუბრიათ, რომ თუ არ გაჩერდებოდა, არ შეწყვეტდა დაწყებულ რეფორმებს, არ შეწყვეტდა მხილებას კორუფციული გარიგებების და სქემების, რაც იყო წალენჯიხაში "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში, მას ექნებოდა პრობლემები. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
ანა წითლიძის განმარტებით,...
ქარელის მერმა კულტურის სამსახურის უფროსად ვახო თურქაძე დანიშნა.
საკადრო ცვლილებამდე, თურქაძე მერიის აუდიტის სამსახურის უფროსი იყო.
“ალბათ, კარგი მუშაობის გამო მოხდა ჩემი აქ გადმოყვანა. სხვა კომენტარს ვერ გავაკეთბ”, – გვითხრა ვახო თურქაძემ.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































