ქარელის მუნიციპალიტეტის მერიაში მარიამ კოშკაძე შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. მან აღნიშნული თანამდებობა მას შემდეგ დაიკავა, რაც აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელი, ვახო თურქაძე კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსად გადაიყვანეს. მარიამ კოშკაძე მანამდე, ქარელის საკრებულოს აპარატში სპეციალისტად მუშაობდა. როგორც ქარელის მერი, ზაზა გულიაშვილი ამბობს, აღნიშნულ თანამდებობაზე ხელმძღვანელს კონკურსის წესით შეარჩევენ. “მარიამი ამ თანამდებიბაზე მოვალეობის შემსრულებელი იქნება მანამდე, სანამ კონკურსის წესით ახალი აუდიტის უფროსი შეირჩევა. ყველაფერს თავისი ვადები...
ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ზვიად გოგუაძე სკოლებში ექიმის შტატის დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. გოგუაძის განცხადებით, ხაშურის 28 სკოლაში ექიმის შტატთან დაკავშირებით უახლოს მომავალში კონკურსი გამოცხადდება. “28 სკოლაში შეგვითანხმდა ექიმის შტატი, ექიმის და არა ექთნის. კონკურსის შესახებ ინფორმაცია უახლოეს დღეებში დაიდება საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებად ვებგვერდზე www.hr.gov.ge. საკონკურსო პირობები განისაზღვრება ჯანდაცვისა და განათლების მინისტრების ერთობლივი ბრძანებით.” გოგუაძე განცხადებას თან...
გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება. მერიის ინფორმაციით, 2022 წელს მუნიციპალიტეტს 36 368 გრძივი მეტრი რეაბილიტირებული საგზაო ინფრასტრუქტურა შეემატება. ”პროექტების მიხედვით 25 413 მეტრი სოფლებში, ხოლო 10 945 მეტრი ქალაქში მოეწყობა. მიმდინარე წელს, გორში სამუშაოები ქალაქის 17 ქუჩაზე დაიგეგმა”, – აცხადებენ მერიაში. მერიის ცნობით, უკვე დასრულდა აბაშიძის, არაგველის, ქუჩიშვილის, ბესიკის, იაკობ ჯუღაშვილის ქუჩების რეაბილიტაცია და  მიმდინარეობს 9 ქუჩის რეაბილიტაცია (აღმაშენებლის გამზირი, ცხინვალის გზატკეცილის...
თბილისის მერიის შენობასთან დაძაბულობაა. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები მერიის შენობაში შესვლას ცდილობენ, რის უფლებასაც დაცვის წარმომადგენლები არ აძლევენ. "ნაციონალური მოძრაობის" და "ლელოს" დეპუტატები ახსნა-განმარტებას ითხოვენ, თუ რის საფუძველზე არ აძლევენ მათ მერიის შენობაში შესვლისა უფლებას. მათივე თქმით, მერიის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები უკანონო დავალებას ასრულებენ. ცნობისთვის, თბილისის საკრებულოს დეპუტატები დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დასწრებას ერთ საათზე მეტია ითხოვენ. მათ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო თბილისის...
ხაშურის მერიაში სამი ვაკანსიაა. როგორც უწყების მიერ hr.gov.ge-ზე განთავსებული განცხადებებიდან ვიგებთ, ამ დროისთვის ვაკანტურია: ინფრასტრუქტურის განვითარების და კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა; ადმინისტრაციული სამსახურის შესყიდვებისა და მატერიალურ – ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობა; საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის საფინანსო, სახაზინო და ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობა. უწყება სამივე პოზიციაზე კადრის შერჩევას დახურული კონკურსის გზით აპირებს. განცხადებაში მითითებულია განყოფილების და სამსახურის...
წინა სტატია ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიის საქმეზე დაკავებული ცხრავე პირი ზაჰესის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გვიან ღამით გადაიყვანეს. დაკავებულებს ბრალი დაკავებიდან 48 საათის განმავლობაში წარედგინებათ. საქმეში ჩართული ადვოკატების ნაწილი აცხადებს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ აღიარებენ. ხოლო დაკავებულთა უფლებადამცველების ნაწილი კომენტარს საქმის დეტალების ვრცლად გაცნობის შემდეგ გააკეთებს. ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე წარმოებული გამოძიების მიხედვით გადაცდომა რამდენიმე რგოლშია აღმოჩენილი. კერძოდ - შსს-ს...
წინა სტატია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვაკის პარკის შადრევანში მიმდინარე წლის 22 სექტემბერს ელექტროშემდუღებლების მიერ სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების დარღვევით განხორციელდა, რის შედეგადაც ელექტროსადენის იზოლაცია დაზიანდა. ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმესთან დაკავშირებულ დეტალებზე შსს-ში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს. კერძოდ, უწყების ცნობით, „2022 წლის 22 სექტემბერს, ელექტროშემდუღებლებმა სამუშაოს წარმოების დროს დაარღვიეს უსაფრთხოების ნორმები, კერძოდ: წყლის მილებზე, უჟანგავი ლითონის კონსტრუქციის მორგების მიზნით, მოხსნეს ელექტროძრავის შესაფუთი ლითონის ცხაური,...
არარაოებებსა და კრიმინალებზე დრო არ უნდა დავხარჯოთ, - ასე შეაფასა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ “ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის” წევრებს შორის დაპირისპირება. მისი თქმით, ფუნდამენტალური კითხვაა “ ვინ იქნება შემდეგი”. "ამ არარაობებსა და კრიმინალებზე დრო არ უნდა დავხარჯოთ, თუმცა ფუნდამენტური კითხვაა ვინ იქნება შემდეგი", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. შეგახსენებთ, რომ ხელვაჩაურის საკრებულოში ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე მალხაზ თავდგირიძემ პარტია და ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. როგორც მან...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვაკის პარკში მომხდართან დაკავშირებით 9 პირი დააკავეს. განცხადება რამდენიმე წუთის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროში გაკეთდა. უწყებაში ამბობენ, რომ ვაკის პარკში მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. "შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და ვაკე- საბურთალოს პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, 13 ოქტომბერს ვაკის პარკის ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 9 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა,...
წინა სტატია თბილისის მერის მოადგილის, ანდრია ბასილაიას განცხადებით, ვაკის პარკის შადრევანში ტუმბოების მონტაჟი ისე განხორციელდა, როგორც პროექტით იყო გათვალისწინებული. აღნიშნულით, „მან ელ ემ სის“ წარმომადგენლის მიერ მედიაში გაკეთებული განცხადება შეაფასა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მათ მიერ წარდგენილ პროექტში, ვაკის პარკის შადრევნის ე.წ. ტუმბოები გარეთ იყო გამოტანილი და რომ პროექტი მათთვის გაუგებარი მიზეზით არის შეცვლილი. როგორც ბასილაია განმარტავს, ავტორის მხრიდან მსგავსი განცხადებები სამწუხაროა. „ძალიან სამწუხარო...
წინა სტატია შემდეგი სტატია თბილისის მერია ვაკის პარკის შადრევანთან დაკავშირებით კომპანია „ელ ემ სის“ წარმომადგენლის განცხადებას პასუხობს. „გვინდა, გამოვეხმაუროთ შპს „ელ ემ სის“ წარმომადგენლის მიერ მედიაში გაკეთებულ განცხადებას, თითქოს, მათ მიერ წარდგენილ პროექტში, ვაკის პარკის შადრევნის ე.წ. ტუმბოები გარეთ იყო გამოტანილი და რომ პროექტი მათთვის გაუგებარი მიზეზით არის შეცვლილი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ შპს „ელ ემ სის“ მიერ წარმოდგენილ პროექტში გარკვევით არის აღნიშნული: „ჰორიზონტალური-ჩაძირული ტუმბო...
წინა სტატია ქუთაისში მერიის შენობაში არსებული მედიაცენტრის გაქურდვის საქმეზე ერთი პირი დააკავეს. სამართალდამცავების ინფორმაციით, ნივთმტკიცებად სრულად ამოღებულია ნაქურდალი ტექნიკა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ქურდობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. „მთავარი არხის“ ინფორმაციით, წაღებული იყო „მთავარი არხის“ იმერეთის კორესპონდენტის ლეპტოპი და „ტვ პირველის“ კუთვნილი კამერა.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ ინფორმაციით, 2019-2022 წლებში ტყით სარგებლობის უფლების 18 ნებართვა გაიცა. როგორც „ინტერპრესნიუსს“„ეროვნული სატყეო სააგენტოდან“ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს, სარგებლობის უფლება 10-დან 49 წლამდე ვადითაა გაცემული. „2018 წლიდან, არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობის უფლების (იჯარა) მოპოვებასთან დაკავშირებით, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტომ დააკმაყოფილა 18 მოთხოვნა. აქედან, 2019 წელს – 1, 2020 წელს – 1, 2021...
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მთავარი იურისტის, კახაბერ იოსელიანის განცხადებით, მიმდინარეობს მსჯელობა, რომ კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლება ქვეყანაში აიკრძალოს, ამასთან, აგრესიული ჯიშის ძაღლის გასეირნების უფლება შეეზღუდოს 16 წლამდე ასაკის პირს. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კანონპროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია. მის ფარგლებში შეიქმნება აგრესიული ჯიშის ძაღლების ნუსხაც, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მიიღებს კანონპროექტს, ქვეყანაში აგრესიული ჯიშის ძაღლების შემოყვანა აიკრძალება. „ჩვენ და სხვადასხვა უწყება, მათ...
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეძაძამეში რამდენიმე დღის წინ სტიქიის შედეგად დანგრეული ხიდის ადგილას, ახალი ხიდის მოწყობა სრულდება. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის სწრაფი და კოორდინირებული მუშაობის შედეგად, გარე სამყაროსთან საავტომობილო მოძრაობის გარეშე დარჩენილი 76 ოჯახი ახალი ხიდით ისარგებლებს. ამავე უწყებების მიერ ასევე აღდგა დაზიანებული ხიდი წალენჯიხის სოფელ ფახულანში. „სტიქიამ მთლიანად...
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო წყალტუბოში განსახლების მსურველი, ოროთახიანი ბინის კანდიდატი, დევნილი ოჯახების განაცხადების მიღებას 31 ოქტომბრის ჩათვლით აგრძელებს. ჯანდაცვის სმინისტროს ცნობით, საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით განაცხადის გაკეთება, ქვეყნის მასშტაბით, ნებისმიერ იუსტიციის სახლშია შესაძლებელი. განაცხადები ასევე მიიღება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში შემდეგ მისამართებზე: ქუთაისი, აბაშიძის გამზ. N27; ზუგდიდი, აღმაშენებლის ქ. N106; რუსთავი, კოსტავას ქ.N20; გორი, სამების ქუჩა N1. წყალტუბოში ბინის მიღების მოთხოვნით...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ