2019-2022 წლებში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტყის 10-დან 49 წლით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, 18 ნებართვა გაიცა

297

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ ინფორმაციით, 2019-2022 წლებში ტყით სარგებლობის უფლების 18 ნებართვა გაიცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“„ეროვნული სატყეო სააგენტოდან“ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს, სარგებლობის უფლება 10-დან 49 წლამდე ვადითაა გაცემული.

„2018 წლიდან, არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობის უფლების (იჯარა) მოპოვებასთან დაკავშირებით, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტომ დააკმაყოფილა 18 მოთხოვნა. აქედან, 2019 წელს – 1, 2020 წელს – 1, 2021 წელს – 10, 2022 წელს – 6. სარგებლობის უფლება გაცემულია 10-დან 49 წლამდე ვადით. ყველაზე მეტი იჯარა გაცემულია მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახურის მართვას დაქვემდებარებულ ფართობებზე“, – ნათქვამია სააგენტოსთვის გაგზავნილ ინფორმაციაში.