თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება და ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, მისი გახსნა შესაძლებელი იქნება. კითხვაზე, თუ როდის განაახლებს მეტროსადგური მუშაობას, კალაძე პასუხობს, რომ „ძალიან მალე“. „გოცირიძის“ მეტროსადგურის რეაბილიტაციის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. ძალიან მალე გაკეთებული იქნება შესრულებულ სამუშაოებზე შესაბამისი ექსპერტიზა, რომელიც კონტრაქტორმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს და ამის შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება მეტროს გახსნა და მუშაობა,“ - განაცხადა კალაძემ.
წინა სტატია ავტორი: ეკატერინე ბასილაია დავით ქირიკაშვილი "ქართული ოცნებიდან" ყაზბეგის საკრებულოს თავმჯდომარედ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ აირჩიეს. ის 2018 წლიდან ყაზბეგის მერის მოადგილე იყო, ამდენად, ქონებრივი დეკლარაცია ყოველ წელს, ჯამში 5-ჯერ აქვს შევსებული, მათ შორის ბოლო კი - 2022 წლის თებერვალში. 32 წლის დავით ქირიკაშვილს ოჯახის წევრებად მითითებული ჰყავს მეუღლე და ერთი მცირეწლოვანი შვილი. ოჯახი ფლობს 7 უძრავ ქონებას, მათ...
ბოლნისის წყალარინების სისტემების მშენებლობის გაგრძელებაზე ხელშეკრულებები უკვე გაფორმდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა ტენდერში გამარჯვებული კომპანიის „Polat Yol Yapı Sanayi ve Ticaret A.Ş. Gürcistan Şubesi“ წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. „ბოლნისის წყალარინების სისტემების მოწყობასთან დაკავშირებით კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გავმართეთ. კომპანიის წარმომადგენლებთან პროექტის ყველა დეტალი განვიხილეთ და მოხარული ვარ, რომ სამუშაოები უკვე დღეიდან აქტიურად დაიწყო....
ქუთაისში, ვერიკო ანჯაფარიძის, იგივე სიყვარულის ბაღში, 29-30 ოქტომბერს, ელექტრონული მუსიკის ფესტივალი "Iare" გაიმართება. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ Zapa, Lasha Guruli, Chikovani და სხვები. ღონისძიების ორგანიზატორები არიან Iare, Lasha Guruli და Chikovani. ფესტივალს ფინანსურ მხარდაჭერას ქუთაისის მერია უწევს. ფესტივალი შაბათს 16:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.
საბურთალოს რაიონის გამგეობამ დიდ დიღომში, თეიმურაზ პირველის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დაასრულა. აღნიშნულ ქუჩაზე, რომელიც დიდი დიღმის დასახლებაში ორ მთავარ ქუჩას - მირიან მეფისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩებს აკავშირებს, ამ დრომდე ასფალტის საფარი არ არსებობდა. თბილისის მერიის ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, 10 417 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგო ასფალტის საფარი და მოეწყო ტროტუარი. პროექტის ღირებულება 1 590 460 ლარია. გარდა ამისა, ტერიტორიაზე შესაბამისი...
შიდა ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტიდან ქარელი ერთადერთია, სადაც ამჟამად პროფესიული საფეხბურთო სტადიონი არ ფუნქციონირებს. თუმცა, “რადიო მოზაიკას” ინფორმაციით, ქარელის ცენტრალური სტადიონის განახლება და კეთილმოწყობა ადგილობრივი თვითმართველობის დღის წესრიგში დგას. ეს ინფორმაცია ქარელის მერმა, ზაზა გულიაშვილმაც დაადასტურა. „საზოგადოების მაღალი და აქტიური მოთხოვნიდან გამომდინარე ქარელში ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია იგეგმება. აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ფედერაციასთან და გავდივართ კონსულტაციებს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან წარმატებული კონსულტაციის გავლის შემდეგ...
ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ ერთი თვის განმავლობაში საცურაო აუზზე 20 512 ლარი დახარჯა. სექტემბერში, ადგილობრივი ბიუჯეტიდან: ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. 7 350 ლარი დახარჯა საცურაო აუზის 13 თანამშრომლის ანაზღაურებაზე: 12 350 ლარი დაიხარჯა ელ. ენერგიაზე: 780 ლარი დაიხარჯა წყალზე: 32 ლარი დაიხარჯა ბუნებრივ აირზე: ინფორმაციისთვის, ქარელის საცურაო აუზი ოფიციალურად 5 სექტემბერს გაიხსნა. მისი მშენებლობა ქარელის მერიას 5 მილიონამდე ლარი დაუჯდა.
შ.პ.ს. „თბილისი ენერჯი“ აცხადებს ტენდერს ლიცენზიების შესყიდვაზე. ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. „შესასყიდი ლიცენზიების ჩამონათვალი, რაოდენობა, სპეციფიკაცია, მიწოდების ადგილი, მიწოდების პირობები და ვადები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში. დალუქულ კონვერტში მოთავსებული სატენდერო განაცხადი პოტენციურმა მიმწოდებლებმა უნდა წარადგინონ (გააგზავნონ) შპს “თბილისი ენერჯი”-ში შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, მიცკევიჩის ქ. №18ა, კანცელარია. სატენდერო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა - 2022 წლის 4 ნოემბერი, 17:00 საათი. დამატებითი ინფორმაციისა და ცნობების...
თბილისის მერი კახა კალაძე თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქში მიმდინარე სამუშაოებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მოქალაქეებს დროებით დისკომფორტის ატანა მოუწევთ. როგორც კალაძემ განაცხადა, შეზღუდვების, გადათხრების, მიწისქვეშა კომუნიკაციების ცვლილებების გარეშე, მასშტაბური სამუშაოების წარმოება შეუძლებელია. „გვაქვს კონკრეტული პრობლემური ადგილები, რომელსაც მოწესრიგება სჭირდება. გვაქვს კონკრეტული ქუჩები, გამზირები, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია. მათი განახლება და მოწესრიგება ჩემი საარჩევნო დაპირება იყო და ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით ამ პროექტების განხორციელებას. ძალიან კარგად...
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დღეს კიდევ 218 ოჯახს ბინა საკუთრებაში გადაეცემა. როგორც მან თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, ვისაც დაუკანონებელი ბინების საკუთრებაში გადაცემის პრობლემა აქვს, საკუთარი რაიონის გამგეობას უნდა მიმართონ. „დაუკანონებელი ბინების საკუთრებაში გადაცემის პროგრამის განხორციელება 2017 წლიდან დავიწყეთ და ძალიან ბევრი ოჯახი გავაბედნიერეთ. დღეს მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ კიდევ 218 ოჯახი იზეიმებს საკუთარ ჭერს, რაც ძალიან კარგია. მინდა ამ ოჯახებს მივულოცო....
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალურმა ინსპექციამ მონიტორინგის შედეგად, თბილისში 3 სამშენებლო ობიექტი გამოავლინა, სადაც უსაფრთხოების წესები დარღვეული იყო და სამივე მათგანი 30 ათასი ლარით დაჯარიმდა. როგორც კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განმარტა, სამშენებლო სამუშაოები სამივე ობიექტზე შეჩერებულია. მისივე თქმით, ერთი ობიექტი ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩაზე, მეორე ისანში, ახალი უბნის ქუჩაზე და მესამე დიდ დიღომში, დოესის ქუჩაზე მდებარეობს. „მუნიციპალური ინსპექცია მონიტორინგს სხვადასხვა ობიექტებზე ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს და რა თქმა...
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ბოლო პერიოდში გახშირდა ვანდალიზმის ფაქტები, რა დროსაც სკვერებსა და პარკებში განათების ბოძებს აზიანებენ, ხსნიან დამცავ ხუფებს და იპარავენ. კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დანაშაულის ჩამდენ პირებს მიმართა, რომ ეს ძალიან მძიმე დანაშაულია, რაზეც მერია ყოველთვის შესაბამის რეაგირებას მოახდენს. „მინდა შევეხო ვანდალიზმის ფაქტებს, რომელიც ძალიან მტკივნეულია ჩვენთვის, მტკივნეულია ქალაქისთვის. სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ფიქსირდება ასეთი ფაქტები, როდესაც ახლად რეაბილიტირებულ, მოწესრიგებულ სივრცეებში...
26-27 ოქტომბერს ნასაკირალის უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათი ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის კმ35-კმ43.6 (ე.წ. „ნასაკირალის უღელტეხილი“) მონაკვეთზე, დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაცია „ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის“ ფილიალი საქართველოში, ახორციელებს გზის სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის ფენის დაგებას. აქედან გამომდინარე 2022 წლის 26 ოქტომბრის 08:00...
ხარაგაულის მერს და მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის უფროსს კორუფციაში ადანაშაულებენ. ბრალდებას თანამდებობის პირებს საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ქეთევან ზუმბაზე უყენებს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. მისი განცხადებით, ხარაგაულის სოფლებში, ვარძიაში, წყალაფორეთში, ბუდიანეთსა და საქარიქეთში, გზის, წყლის და სხვა ტიპის სამუშაოების შესასრულებლად ასი  ათასობით ლარი იყო გამოყოფილი, შედეგი კი არ ჩანს. "ხარაგაულში სოფლის პროგრამებს ქალაქის მერი, მისი ძმა და სოციალური სამსახურის უფროსი აკეთებს....
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა 5 სოფლებში გზების მოხრეშვას გეგმავს. მარნეულის მერიამ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფლებში გზების მოხრეშვისათვის სამი გამარტივებული შესყიდვა გააფორმა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს. მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ სოფლებში გზების მოხრეშვისათვის გამარტივებული შესყიდვა ერთსა და იმავე კომპანიასთან შპს “ჯი ემ ჯი ქონსთრაქშენი 2022-თან" გააფორმა. პირველი ტენდერის მიხედვით მერია სოფელ ახლოლალოში და თაქალოში გზების მოხრეშვის სამუშაოებში 34 758 ლარს და...
მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ 61 738 ლარის სათამაშოები იყიდა. მუნიციპალიტეტის საბავშო ბაღებისათვის 42 სახეობის ნივთის მოწოდება ტენდერში გამარჯბებულმა კომპანიამ შპს „ჩიკამ“ უზრუნველყო. სათამაშოებს შორისაა ლოტოები , ცხოველების ნაკრები, ხის ფერადი ასაწყობები, ფაზლები, თოჯინები და მანქანები. სათამაშოების უმეტესობა ჩინეთში და თურქეთშია დამზადებული. შპს „ჩიკამ“ მუნიციპალიტეტს რუსეთში წარმოებული ნივთებიც შემოუტანა და ბაგა-ბაღებში დაარიგა. მაგალითად, საძერწი პლასტენილების და გუაშების მწარმოებელ ქვეყანად სწორედ რუსეთია მითითებული. ტენდერის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ