ქუთაისში, ვერიკო ანჯაფარიძის, იგივე სიყვარულის ბაღში, 29-30 ოქტომბერს, ელექტრონული მუსიკის ფესტივალი “Iare” გაიმართება.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ Zapa, Lasha Guruli, Chikovani და სხვები.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან Iare, Lasha Guruli და Chikovani.
ფესტივალს ფინანსურ მხარდაჭერას ქუთაისის მერია უწევს.
ფესტივალი შაბათს 16:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.