თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება და ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, მისი გახსნა შესაძლებელი იქნება.
კითხვაზე, თუ როდის განაახლებს მეტროსადგური მუშაობას, კალაძე პასუხობს, რომ „ძალიან მალე“.
„გოცირიძის“ მეტროსადგურის რეაბილიტაციის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. ძალიან მალე გაკეთებული იქნება შესრულებულ სამუშაოებზე შესაბამისი ექსპერტიზა, რომელიც კონტრაქტორმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს და ამის შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება მეტროს გახსნა და მუშაობა,“ – განაცხადა კალაძემ.