ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ ერთი თვის განმავლობაში საცურაო აუზზე 20 512 ლარი დახარჯა. სექტემბერში, ადგილობრივი ბიუჯეტიდან: ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
- 7 350 ლარი დახარჯა საცურაო აუზის 13 თანამშრომლის ანაზღაურებაზე:
- 12 350 ლარი დაიხარჯა ელ. ენერგიაზე:
- 780 ლარი დაიხარჯა წყალზე:
- 32 ლარი დაიხარჯა ბუნებრივ აირზე:
ინფორმაციისთვის, ქარელის საცურაო აუზი ოფიციალურად 5 სექტემბერს გაიხსნა. მისი მშენებლობა ქარელის მერიას 5 მილიონამდე ლარი დაუჯდა.