მარნეულის 5 სოფელში გზებს მოხრეშავენ

314

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა 5 სოფლებში გზების მოხრეშვას გეგმავს. მარნეულის მერიამ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფლებში გზების მოხრეშვისათვის სამი გამარტივებული შესყიდვა გააფორმა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ სოფლებში გზების მოხრეშვისათვის გამარტივებული შესყიდვა ერთსა და იმავე კომპანიასთან შპს “ჯი ემ ჯი ქონსთრაქშენი 2022-თან” გააფორმა.

პირველი ტენდერის მიხედვით მერია სოფელ ახლოლალოში და თაქალოში გზების მოხრეშვის სამუშაოებში 34 758 ლარს და 78 თეთრს გადაიხდის. ბურმაში და ხულდარაში გზების მოხრეშვის სამუშაოებისათვის 25 034 ლარი და 78 თეთრია გათვალისწინებული, ხოლო ულაშლოს გზების მოსაფალტებისათვის 15 570 ლარი და 80 თეთრია გამოყოფილი.

თითოეული პროექტის შესრულებისათვის შპს „ჯი ემ ჯი ქონსთრაქშენი 2022-ს” 60 დღიანი ვადა აქვს. აღსანიშნავია, რომ პროექტები სრულად საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ფინანსდება.