„თბილისი ენერჯი“ ლიცენზიების შესყიდვაზე ტენდერს აცხადებს

249

შ.პ.ს. „თბილისი ენერჯი“ აცხადებს ტენდერს ლიცენზიების შესყიდვაზე. ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

„შესასყიდი ლიცენზიების ჩამონათვალი, რაოდენობა, სპეციფიკაცია, მიწოდების ადგილი, მიწოდების პირობები და ვადები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

დალუქულ კონვერტში მოთავსებული სატენდერო განაცხადი პოტენციურმა მიმწოდებლებმა უნდა წარადგინონ (გააგზავნონ) შპს “თბილისი ენერჯი”-ში შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, მიცკევიჩის ქ. №18ა, კანცელარია.

სატენდერო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა – 2022 წლის 4 ნოემბერი, 17:00 საათი.

დამატებითი ინფორმაციისა და ცნობების მიღება შესაძლებელია ტელ: 591021902 და ელექტრონული ფოსტის მისამართზე: procurement@te.ge“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია.