ქუთაისში ერთიანი ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნიკა ნარსიამ ქუთაისის მერიასთან მინის ბოცა მიიტანა და დაამსხვრია. ნარსიას თქმით, ქუთაისის მოქმედი მერი, რომელიც ამავე დროს მერობის სახელისუფლებო კანდიდატია, სუს-თან თანამშრომლობს და მისი კოდური სიტყვაა “ბოცა”. ნიკა ნარსიამ ქალაქის მერიასთან მიტანილი მინის ჭურჭელი დაამსხვრია და აღნიშნა, რომ როგორც ეს ბოცა დაიმსხვრა, ასე განადგურდება “ქართული ოცნების” მმართველობა. ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული.
"ლელომ" ქუთაისში, ზესტაფონსა და წყალტუბოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა წარადგინა. პარტიას მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენა ჰქონდა წყალტუბოშიც. ნაცვლიშვილის თქმით, "ლელოს" მიერ წარდგენილმა მაჟორიტარობის კანდიდატებმა იციან ქუთაისის სატკივარი და საჭიროებები, ისინი სწორედ ამ მიმართულებით გამოიყენებენ მანდატს. "ეს არის გუნდი, რომელმაც იცის თავის საქმე და რომელიც მეიმედება. ისინი ყოველთვის ყველა სიტუაციაში იქნებიან ქუთაისის გვერდით და მიიღებენ...
„წულუკიანმა გელათი ისევ ჩაკეტა“, - ასეთი შინაარსის საპროტესტო აქციებს გეგმავს ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩემი სახლია“. ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, თორნიკე ბარათაშვილის განცხადებით „არაპროფესიონალებმა ჩააგდეს გელათი იმ მდგომარეობაში, რომელიც ახლა სახეზეა“. როგორც მან დღეს ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სამინისტრომ დაკეტა მონასტერი ისე, რომ არ გააფრთხილა საზოგადოება მიზეზების შესახებ. „ექსპერიმენტები საზიანოა გელათისთვის“ - აცხადებს ბარათაშვილი. თავის მხრივ, კულტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს გელათში იტალიელი ექსპერტის ჩამოვლის...
„საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ პარტიის ზოგიერთი წევრის მიერ პარტიის დატოვების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადამიანებზე ძალადობს: „ჩვენი პარტია დღეს საქართველოში არის ერთადერთი პარტია მზარდი რეიტინგით. ადამიანებზე ძალადობს სუს-ი, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ადგილობრივი ხელისუფლება - ჩვენ ამ ადამიანებს მორალურ არჩევანს არ ვუყენებთ. თუ იძულებული გახდნენ და დატოვეს მე ასე მირჩევნია, რომ მათ დისკომფორტი არ შეექმნათ. ეს ადამიანები ყველა, ვინც დატოვა, ვისაც...
დუშეთის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათ შორისაა ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ დუშეთის Ν1 და სოფელ პირმისაანთკარის საჯარო სკოლები, რომელთა სრული რეაბილიტაციაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ხორციელდება. „ პროექტის ფარგლებში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა საკლასო ოთახები, სველი წერტილები, სპორტული მოედნები, ეზოს ტერიტორია და სხვა. ასევე, დამონტაჟდება წყალ-კანალიზაციის,...
წინა სტატია როგორც ორშაბათს ბრიფინგზე ვთქვი, მეორე დილით, სამშაბათს გავფრინდი, იმავე საღამოს დავბრუნდი, „თურქიშ ეარლაინსით“, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ნარკოტესტზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ნარკოტესტის პასუხი იქნება საჯარო. „როგორც ორშაბათს ბრიფინგზე ვთქვი, მეორე დილით - სამშაბათს გავფრინდი, იმავე საღამოს დავბრუნდი, „თურქიშ ეარლაინსით". დანარჩენს ყველაფერს დეტალურად შეგატყობინებთ, როგორც კი პასუხები იქნება. პასუხი იქნება საჯარო“, - განაცხადა გახარიამ. დედაქალაქის მერმა და...
წინა სტატია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სუს-თან აქცია-პერფორმანსზე დაკავებული "გირჩი-მეტი თავისუფლების" წევრები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრები, შეთანხმებული ოპოზიციური მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დიდუბესა და საბურთალოში, ნიკა მოსიაშვილი და ბორის ყურუა წვრილმანი ხულიგნობის და სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის კანონიერი განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობის გამო გუშინ დააკავეს. შეგახსენებთ, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ წევრებმა სუს-თან „შკოდა ოქტავიას“ მარკის ავტომობილი მიიყვანეს და დაამტვრიეს. მათი განცხადებით, „შკოდა...
გთავაზობთ საარჩევნო სუბიექტის - "გახარია საქართველოსთვის" ბათუმის მერობის კანდიდატის, ირაკლი მიქელაძის საარჩევნო პროგრამას. დოკუმენტი იხილეთ ბმულზე: "ბათუმი საქართველოსთვის" 
კობახიძესაც ვაფრთხილებთ და „ქართული ოცნების" დღევანდელ ხელმძღვანელობასაც - ჩაატარონ სრულყოფილი გამოძიება. ნება იბოძონ, იმოქმედონ და გარემო დაასტაბილურონ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, პარტია პროკურატურას მხარდამჭერებსა და წევრებზე მიმდინარე სისტემურ ზეწოლაზე მეშვიდედ მიმართავს. ნათია მეზვრიშვილის თქმით, პროკურატურამ მხოლოდ 2-3 შემთხვევაზე თვალის ახვევის მიზნით დაიწყო გამოძიება, რომელიც დაშინებული დაზარალებულების გამოკითხვით შემოიფარგლება, რომლებიც შიშის გამო დუმან,...
ფოთის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა ,,ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის ბექა ვაჭარაძის და მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას ბიზნესმენებთან შეხვედრას ზეწოლად აფასებს. მისი განცხადებით, ივანიშვილის წინასაარჩევნო დაპირების მიხედვით, ბიზნესი მისი ხელისუფლების პირობებში, თავისუფალი უნდა ყოფილიყო, თუმცა მისივე თქმით, რეალობა სულ სხვაა და ბიზნესმენები ზეწოლას განიცდიან. „ჩვენ, ყველას კარგად გვახსოვს ივანიშვილის დაპირება, რომ ბიზნესი თავისუფლად ისუნთქებს. სამწუხაროდ, რაც ჩვენ ვნახეთ, ეს არა თუ თავისუფლად სუნთქვა არ არის, არამედ პირდაპირ,...
ხმაური იყო სახელმწფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან, სადაც თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის საერთო ოპოზიციური კანდიდატები "გირჩი - მეტი თავისუფლებიდან" დიდუბესა და საბურთალოზე, ნიკა მოსიაშვილი და ბორის ყურუა დააკავეს. ვიდეომასალას ზურაბ ჯაფარიძე ფეისბუქზე ავრცელებს. „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ წევრებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან აქცია-პერფორმანსი გამართეს. მათ ადგილზე „შკოდა ოქტავიას“ მარკის ავტომობილი მიიყვანეს და დალეწეს იმის სიმბოლოდ - როგორ "დაიფშვნება სუს-ი" მათი განცხადებით, „შკოდა ოქტავიები“ სუს-ის...
საბურთალოს რაიონის გამგეობა სოფელ დიღომში ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, საგზაო სამუშაოები კვირაცხოვლის, მაჭავარიანის, ვაჟა-ფშაველასა და მამუჩაშვილის ქუჩებზე მიმდინარეობს. „სამუშაოების მიმდინარეობას საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, მაჟორიტარ დეპუტატ ავთანდილ ცინცაძესთან ერთად გაეცნო. პროექტის ფარგლებში, ჯამში, 9240 კვადრატული მეტრი ფართობი მოწესრიგდება, რომელიც 109 ნომერი საავტობუსო ხაზის მთლიან მოასფალტებას მოიცავს. ამ დროისთვის, ასფალტის ქვედა ფენის დაგება მიმდინარეობს. აღნიშნული...
ავტორი: რუსა მაჩაიძე მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის დეცენტრალიზაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და ადგილობრივი არჩევნებიც ამ კონტექსტში უნდა განიხილებოდეს, მას პოლიტიკურმა სპექტრმა სულ სხვა - ხელისუფლების შეცვლის ფუნქცია მიანიჭა. შესაბამისად, მთელი აქცენტი იმაზეა გადატანილი, რომ მოსახლეობამ გადამწყვეტი არჩევანი უნდა გააკეთოს და ხელისუფლება „გაუშვას“. ამ გაშვების მექანიზმად კი, ჯერჯერობით, მხოლოდ მიშელის იმ შეთანხმების 43%-იან ბარიერს ასახელებენ, რომლის შესრულებაზეც „ქართულმა ოცნებამ“...
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, სამგორი-ლილოსა და ლილო-რუსთავის დამაკავშირებელი მეტროს პროექტის განხორციელება იგეგმება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პროექტის განხორციელება პანდემიის გამო გადაიდო და ამჯერადაც მისი განხორციელება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ფინანსებზეა დამოკიდებული. „ჩვენ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები ჩავატარეთ ამასთან დაკავშირებით. დეტალური კვლევის ეტაპზე პანდემიამ მოგვისწრო და შესაბამისად, პროექტის განხორციელება გადაიდო. როდესაც არსებული ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება, პანდემიას დავამარცხებთ და ეკონომიკურად მოვძლიერდებით, რა თქმა უნდა, ეს პროექტი შეიძლება განხორცილდეს....
პარტია "საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ გამოძიების თხოვნით პროკურატურას წერილობით მიმართა. პარტიამ „საქართველოსთვის“ პროკურატურისთვის მიმართვას ზეწოლის 100-ზე მეტი დოკუმენტირებული ფაქტი დაურთო. ნათია მეზვრიშვილის თქმით, უნდა ჩატარდეს ყველა სხვა საგამოძიებო მოქმედება, რაც საქმეზე სიმართლის დადგენისთვის არის აუცილებელი. „კიდევ ერთხელ და ახლა უკვე წერილობით მივმართავ საქართველოს პროკურატურას ჩვენი წევრების და მხარდამჭერების მიმართ განხორციელებულ სისტემურ დევნაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით....
წინა სტატია "ლეიბორისტული პარტიის’’ ვაკისუბანი სულხან-საბას მაჟორიტარობის კანდიდატის, ირაკლი კიკვაძის მოთხოვნას, გაჩერებების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, ქუთაისის მერიაში პასუხობენ. ამის შესახებ რადიო ძველი ქალაქი წერს. ინფრასტრუქტურის სამსახურში განმარტავენ, რომ სატრასპორტო ნაკადების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია იგეგმება. Პროექტის ფარგლებში მოეწყობა მოსაცდელიც. ტენდერი უკვე დასრულეულია, სამუშაოებს საგზაო მოძრაობის ცენტრი განახორციელებს. Მერიის ინფორმაციით, პროექტი დასრულების ფაზაშია. ,,კონკრეტულ ლოკაციაზე განვახორციელებთ სამშენებლო სამუშაოებს. Აქ საუბარია...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ