კახა კალაძე: სამგორი-ლილოსა და ლილო-რუსთავის დამაკავშირებელი მეტროს პროექტის განხორციელება იგეგმება

639

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, სამგორი-ლილოსა და ლილო-რუსთავის დამაკავშირებელი მეტროს პროექტის განხორციელება იგეგმება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პროექტის განხორციელება პანდემიის გამო გადაიდო და ამჯერადაც მისი განხორციელება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ფინანსებზეა დამოკიდებული.

„ჩვენ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები ჩავატარეთ ამასთან დაკავშირებით. დეტალური კვლევის ეტაპზე პანდემიამ მოგვისწრო და შესაბამისად, პროექტის განხორციელება გადაიდო. როდესაც არსებული ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება, პანდემიას დავამარცხებთ და ეკონომიკურად მოვძლიერდებით, რა თქმა უნდა, ეს პროექტი შეიძლება განხორცილდეს. აქ ორი პროექტია, ერთი არის სამგორი-ლილოს დამაკავშირებელი, რომელიც პირველ ეტაპზე უნდა განხორციელებულიყო, ხოლო შემდეგი ეტაპი არის ლილო-რუსთავის დამაკავშირებელი მიწისზედა მეტრო. ყველაფერი ეკონომიკურ მდგომარეობასა და ფინანსებზეა დამოკიდებული”, – განაცხადა კალაძემ.