“ასე დაიფშვნება სუსი” – “გირჩი – მეტი თავისუფლების” პერფორმანსი, დაპირისპირება და დაკავებები სუს-ის შენობასთან

510

ხმაური იყო სახელმწფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან, სადაც თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის საერთო ოპოზიციური კანდიდატები “გირჩი – მეტი თავისუფლებიდან” დიდუბესა და საბურთალოზე, ნიკა მოსიაშვილი და ბორის ყურუა დააკავეს. ვიდეომასალას ზურაბ ჯაფარიძე ფეისბუქზე ავრცელებს.

„გირჩი – მეტი თავისუფლებას“ წევრებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან აქცია-პერფორმანსი გამართეს. მათ ადგილზე „შკოდა ოქტავიას“ მარკის ავტომობილი მიიყვანეს და დალეწეს იმის სიმბოლოდ – როგორ “დაიფშვნება სუს-ი”

მათი განცხადებით, „შკოდა ოქტავიები“ სუს-ის სიმბოლოა და „მოდულის შენობის მსგავსად უნდა დაინგრეს“.

სწორედ ამ ფაქტს მოჰყვა დაპირისპირება სამართალდამცველებსა და პარტიის წარმომადგენლებს შორის, რა დროსაც დააკავეს, პარტიის წევრები. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერი, თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატი ცოტნე კობერიძე ამბობს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მის დაკავებასაც ცდილობდნენ და პარტიის წევრები მას გამოესარჩლენ.

,,გირჩმა აქ „შკოდა ოქტავია“ მოვიყვანეთ, დავუმტვრიეთ ეს შკოდა და სიბრაზე გამოვხატეთ ამ ფორმით. ჩემს დაკავებასაც ცდილობდნენ, მაგრამ არასრულწლოვანი ვეგონე და მომერიდნენ, დააკავეს ჩვენი პარტიის ორი წევრი, გაერთიანებული მაჟორიტარობის კანდიდატები, რომლებიც გამოსარჩლებას ცდილობდნენ. ეს მანქანა ზურაბ ჯაფარიძემ იყიდა, შემდეგ ჩამოწერა, ნომერიც არ აქვს, მოვიყვანეთ მანქანა და აქ დავამტვრიეთ. სუს-თან მიმართებაში დაგროვებული ბრაზი გამოვხატეთ ამ ფორმით“, – განაცხადა ცოტნე კობერიძემ.