„საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ პარტიის ზოგიერთი წევრის მიერ პარტიის დატოვების შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადამიანებზე ძალადობს:
„ჩვენი პარტია დღეს საქართველოში არის ერთადერთი პარტია მზარდი რეიტინგით. ადამიანებზე ძალადობს სუს-ი, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ადგილობრივი ხელისუფლება – ჩვენ ამ ადამიანებს მორალურ არჩევანს არ ვუყენებთ. თუ იძულებული გახდნენ და დატოვეს მე ასე მირჩევნია, რომ მათ დისკომფორტი არ შეექმნათ. ეს ადამიანები ყველა, ვინც დატოვა, ვისაც ძალით დაატოვებინეს, ვინც დააშანტაჟეს მაგალითად, სოციალური დახმარების ჩამორთმევით, ვინც დააშანტაჟეს მაგალითად, შვილისთვის ჩადებით და დაჭერით – მე ამ ადამიანებს მორალურ არჩევანს როგორ დავუყენებ. ეს ადამიანები 2 ოქტომბერს მოვლენ და თავის არჩევანს გააკეთებენ.
დღეს თუ თქვენ ნიუსს ქმნით იმით, რომ ორმა ადამიანმა დატოვა პარტია, იცოდეთ ათობით და ასობით გვიერთდება”,- მიმართა გახარიამ ჟურნალისტებს.