“ლელომ” ქუთაისში, ზესტაფონსა და წყალტუბოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

564

“ლელომ” ქუთაისში, ზესტაფონსა და წყალტუბოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა წარადგინა.

პარტიას მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენა ჰქონდა წყალტუბოშიც.

ნაცვლიშვილის თქმით, “ლელოს” მიერ წარდგენილმა მაჟორიტარობის კანდიდატებმა იციან ქუთაისის სატკივარი და საჭიროებები, ისინი სწორედ ამ მიმართულებით გამოიყენებენ მანდატს. “ეს არის გუნდი, რომელმაც იცის თავის საქმე და რომელიც მეიმედება. ისინი ყოველთვის ყველა სიტუაციაში იქნებიან ქუთაისის გვერდით და მიიღებენ გადაწყვეტილებებს, რომელიც ქალაქს წაადგება. ქალაქ მუზეუმის მაჟორიტარობის კანდიდატი არის გია გურგენიძე, მას აქვს სწორი ღირებულებები და ხედვები თუ როგორ უნდა იმართებოდეს ქალაქი. ასევე წარმოგიდგენთ, ლელა შანიძეს, კახიანაურის, საფიჩხიისა და მუხნარის მაჟორიტარობის კანდიდატი. ზურაბ მახარობლიძე – ავტოქარხნის მაჟორიტარობის კანდიდატი. ნანა გოდუაძე ნიკეის და ძელქვიქნის მაჟორიტარიბის კანდიდატი. ეკა ჩინჩალაძე, გამარჯვების მაჟორიტარად. ნათია ფახურიძე სულხან-საბასა და ვაკის უბნის მაჟორიტარიბის კანდიდატად. ოთარ ჭელიძე უქიმერიონი და გუმათის მაჟორიტარობის კანდიდატი.

რაც შეეხება წყალტუბოს, იქ ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატები არიან, პატრიკეთი-ტყაჩირში კენჭს იყრის დავით გიორხელიძე, ხოლო მაღლაკში ამირან ჟორჟოლიანი”, – აცხადებს ანა ნაცვლიშვილი. ანა ნაცვლიშვილმა მაჟორიტარობის კანდიდატები ასევე წარადგინა, ზესტაფონში. “ლელოს” სახელით ქალაქის მაჟორიტარობის კანდიდატად მამუკა ჭაჭიაშვილი იყრის კენჭს. პარტიამ კვალითი – ცხრაწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატად ვალერიან ბოჭორიშვილი და საზანო ზორვეთის მაჟორიტარობის კანდიდატად ხვიჩა მდივანი დაასახელა.