ავტორი: რუსა მაჩაიძე
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის დეცენტრალიზაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და ადგილობრივი არჩევნებიც ამ კონტექსტში უნდა განიხილებოდეს, მას პოლიტიკურმა სპექტრმა სულ სხვა – ხელისუფლების შეცვლის ფუნქცია მიანიჭა. შესაბამისად, მთელი აქცენტი იმაზეა გადატანილი, რომ მოსახლეობამ გადამწყვეტი არჩევანი უნდა გააკეთოს და ხელისუფლება „გაუშვას“. ამ გაშვების მექანიზმად კი, ჯერჯერობით, მხოლოდ მიშელის იმ შეთანხმების 43%-იან ბარიერს ასახელებენ, რომლის შესრულებაზეც „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კამპანიის დაწყების წინ უარი თქვა და ლამის ყოველდღე აცხადებენ, რომ 1%-იც რომ აიღონ, ვადამდელ არჩევნებს არ დანიშნავენ. ოპოზიცია კი ირწმუნება, რომ „ოცნებას“ პირობის შესრულება მოუწევს. მართალია, ჯერჯერობით არანაირი კონკრეტული განცხადება არ კეთდება, თუ ეს როგორ მოხდება, მაგრამ, რაც ვიცით, არის სამიზნე – 43%, რომლის აღებაც მმართველმა პარტიამ ვერ უნდა მოახერხოს. ცხადია, ეს 43% ქვეყნის მასშტაბით ითვლება, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებზე ხმები კი სხვა სისტემით ითვლება, ვიდრე პარლამენტის არჩევნებზე – მაჟორიტარების და მერების ნაწილზე რომ არაფერი ვთქვათ, 64 მუნიციპალიტეტში პარტიები სხვადასხვა პროპორციულ სიას წარადგენენ და შესაძლოა, სია მუნიციპალიტეტთა ნაწილში საერთოდ არ ჰქონდეთ წარდგენილი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ მუნიციპალიტეტში ასეთი პარტიების მაჩვენებელი, ცხადია, ნული იქნება, რაც საერთო მაჩვენებელს საკმაოდ ამცირებს.
2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის მონაწილე პარტიათა რეგისტრაცია, პროპორციული სიის, ასევე, მაჟორიტარობის და მერების კანდიდატების წარდგენა დასრულებულია. ამ მონაცემების ანალიზის საფუძველზე კი ირკვევა, რომ ერთადერთი პარტია, რომელსაც ყველა კომპონენტი სრულად აქვს დაფარული, „ქართული ოცნებაა“. ყველა, 64-ვე მუნიციპალიტეტში, პარტიული სია მხოლოდ 5 პარტიას აქვს წარდგენილი, თუმცა, სხვა კომპონენტებს ვერ ფარავენ.
საარჩევნო კოდექსში ივნისში შეტანილი ცვლილებებით, ქვეყნის მასშტაბით (სადაც იურისდიქცია ვრცელდება) 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოებში სულ 2068 წევრი უნდა აირჩიონ, სადაც 664 მაჟორიტარული წესით აირჩევა და 1404 – პროპორციულით. აქედან თბილისის საკრებულოში იქნება 50 წევრი, საიდანაც 10 მაჟორიტარია. ამას ემატება 64 მერი – 59 თვითმმართველი თემის და 5 თვითმმართველი ქალაქის. პარტიების მონაწილეობა ამ ადგილების დასაკავებლად კი ასეთია:
პარტიული სიები მუნიციპალური არჩევნებისთვის
თბილისის საკრებულოს არჩევნებისთვის რეგისტრცია გაიარა და პარტიული სიები წარადგინა 31-მა საარჩევნო სუბიექტმა. აღსანიშნავია, რომ აქედან ექვსს პარტიული სია მხოლოდ თბილისში აქვს წარდგენილი. ეს პარტიებია:
- გაჩეჩილაძე – მწვანეთა პარტია;
- მშრომელთა სოციალისტური პარტია;
- ჯონდი ბაღათურია – ქართული დასი;
- მემარცხენე ალიანსი;
- საქართველოს განვითარების პარტია;
- საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია.
8 საარჩევნო სუბიექტს კი თბილისში პარტიული სია წადგენილი საერთოდ არა აქვს. ესენია:
- ვადამდელი არჩევნები – ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა;
- თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა;
- მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „კანონი და სამართალი“;
- თამაზ მეჭიაური – „ერთიანი საქართველოსთვის“;
- პროგრესი და თავისუფლება;
- დემოკრატთა ალიანსი;
- რეფორმატორები;
- სახე+.
ყველა, 64-ვე მუნიციპალიტეტში, პარტიული სია მხოლოდ 5 პარტიიას აქვს წარდგენილი. ეს პარტიებია:
- ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო;
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;
- გახარია – საქართველოსთვის;
- ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის;
- დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი.
სხვა პარტიების მაჩვენებელი კი ასეთია (რომლებსაც ნახევარზე მეტში აქვს წარდგენილი, მითითებულია ის მუნიციპალიტეტები, სადაც არა აქვთ და პირიქით):
63 მუნიციპალიტეტი
- მესამე ძალა – არ წარუდგენია დმანისის მუნიციპალიტეტში;
- შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია – არ წარუდგენია ონის მუნიციპალიტეტში.
62 მუნიციპალიტეტი
- ლელო – არ წარუდგენია ნინოწმინდისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში.
56 მუნიციპალიტეტი
- თავისუფალი საქართველო (ზაზა ხატიაშვილი, კახა კუკავა, გრიგოლ ჯოჯუა) – არ წარუდგენია დედოფლისწყაროს, თიანეთის, თეთრიწყაროს, ადიგენის, ხონის, ლანჩხუთის, აბაშისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში.
50 მუნიციპალიტეტი
- გირჩი – არ წარუდგენია ყაზბეგის, ადიგენის, ასპინძის, ნინოწმინდის, ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ხარაგაულის, საჩხერეს, ბაღდათის, ვანის, სამტრედიის, ჭიათურისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში.
40 მუნიციპალიტეტი
- ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი – მეტი თავისუფლება – არ წარუდგენია ყვარლის, ახმეტის, თიანეთის, მარნეულის, დმანისის, წალკის, თეთრიწყაროს, დუშეთის, ყაზბეგის, ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ნინოწმინდის, ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხის, ხარაგაულის, ვანის, ხონის, ჩოხატაურის, აბაშის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში.
33 მუნიციპალიტეტი
- ევროპელი დემოკრატები – წარდგენილი არა აქვს საგარეჯოს, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, თელავის, ახმეტის, თიანეთის, გარდაბნის, დუშეთის, კასპის, გორის, ქარელის, ახალციხის, ადიგენის, ასპინძის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხის, მესტიის, ხარაგაულის, თერჯოლის, საჩხერეს, ზესტაფონის, ბაღდათის, ვანის, სამტრედიის, ხონის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, ზუგდიდისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში.
17 მუნიციპალიტეტი
- ევროპელი სოციალისტები – წარდგენილი აქვს მხოლოდ თბილისის, დმანისის, მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგის, კასპის, ახალქალაქის, ონის, ამბროლაურის, ბაღდათის, ქუთაისის, ოზურგეთის, აბაშის, სენაკის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და ფოთის მუნიციპალიტეტებში.
16 მუნიციპალიტეტი
- ვადამდელი არჩევნები – ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა – წარდგენილი აქვს მხოლოდ ყაზბეგის, გორის, ქარელის, ხაშურის, ბორჯომის, ბაღდათის, სამტრედიის, ჭიათურის, ქუთაისის, ლანჩხუთის, აბაშის, ჩხოროწყუს, ფოთის, ბათუმის, ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში.
12 მუნიციპალიტეტი
- ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები – წარდგენილი აქვს მხოლოდ თბილისის, რუსთავის, მცხეთის, ყაზბეგის, ხაშურის, ლენტეხის, მესტიის, ბაღდათის, ვანის, სამტრედიის, ჭიათურისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში.
11 მუნიციპალიტეტი
- სახალხო პარტია – წარდგენილი აქვს მხოლოდ თბილისის, დედოფლისწყაროს, რუსთავის, თეთრიწყაროს, ონის, ლენტეხის, ზესტაფონის, ოზურგეთის, ჩოხატაურის, ბათუმისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში.
8 მუნიციპალიტეტი
- ანა დოლიძე – ხალხისთვის – წარგენილი აქვს მხოლოდ თბილისის, გურჯაანის, რუსთავის, ყაზბეგის, მესტიის, ქუთაისის, ოზურგეთისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში.
6 მუნიციპალიტეტი
- რეფორმერი – წარდგენილი აქვს მხოლოდ თეთრიწყაროს, ზუგდიდის, ფოთის, ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში;
- დავით ჭიჭინაძე – ტრიბუნა – წარდგენილი აქვს მხოლოდ გარდაბნის, ბაღდათის, ქუთაისის, ლანჩხუთისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში.
5 მუნიციპალიტეტი
- თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა – წარდგენილი აქვს მხოლოდ რუსთავის, ყაზბეგის, აბაშის, მარტვილისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში;
- გოგი წულაია – ახალი ქრისტიან-დემოკრატები – წარდგენილი აქვს მხოლოდ თბილისის, ზესტაფონის, ხონის, ქუთაისის და სენაკის მუნიციპალიტეტებში.
4 მუნიციპალიტეტი
- მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება კანონი და სამართალი – წარდგენილი აქვს მხოლოდ წალკის, ბორჯომის, ზესტაფონისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში.
3 მუნიციპალიტეტი
- ელენე ხოშტარია – დროა – წარდგენილი აქვს მხოლოდ თბილისის, ფოთისა და ბათუმის მუნიციპალიტეტებში;
- საქართველო – წარდგენილი აქვს მხოლოდ თბილისის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში.
2 მუნიციპალიტეტი
- თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის – წარდგენილი აქვს მხოლოდ თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში;
- პროგრესი და თავისუფლება – წარდგენილი აქვს მხოლოდ დმანისისა და წალკის მუნიციპალიტეტებში;
- თავისუფალი არჩევანი – ახალი ალტერნატივა – წარდგენილი აქვს მხოლოდ თბილისისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტში;
- მესამე გზა – წარდგენილი აქვს მხოლოდ თბილისისა და სენაკის მუნიციპალიტეტში;
- ერი – წარდგენილი აქვს მხოლოდ თბილისისა და დუშეთის მუნიციპალიტეტში;
- მამუკა ტუსკაძე-სოციალური სამართლიანობისათვის – წარდგენილი აქვს მხოლოდ თბილისისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტში.
1 მუნიციპალიტეტი
- დემოკრატთა ალიანსი – წარდგენილი აქვს მხოლოდ დუშეთის მუნიციპალიტეტში;
- რეფორმატორები – წარდგენილი აქვს მხოლოდ ბორჯომის მუნიციპალიტეტში;
- სახე + – წარდგენილი აქვს მხოლოდ ბათუმის მუნიციპალიტეტში.
მაჟორიტარობის კანდიდატები
საარჩევნო კოდექსში ივლისში შეტანილი ცვლილებებით, 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებზე ქვეყნის მასშტაბით 664 მაჟორიტარი უნდა აირჩიონ, აქედან 10 თბილისში. მმართველი პარტია ერთადერთია, ვისაც მაჟორიტარობის ყველა კანდიდატი ჰყავს დასახელებული. ამ მხრივ საარჩევნო სუბიექტების და მათ შორის, საინიციატივო ჯგუფების მაჩვენებელი ასეთია:
- ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო – 664;
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 536;
- გახარია საქართველოსთვის – 426;
- ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის – 262;
- დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – 202;
- მესამე ძალა – 173;
- ლელო – 156;
- შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია – 59;
- საინიციატივო ჯგუფები – 58;
- თავისუფალი საქართველო (ზაზა ხატიაშვილი, კახა კუკავა, გრიგოლ ჯოჯუა) – 46;
- ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი – მეტი თავისუფლება – 25;
- ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები – 21;
- ანა დოლიძე – ხალხისთვის – 19;
- სახალხო პარტია – 17;
- ევროპელი სოციალისტები – 15;
- მამუკა ტუსკაძე-სოციალური სამართლიანობისათვის – 14;
- მესამე გზა – 14;
- თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის – 13;
- ევროპელი დემოკრატები – 12;
- ვადამდელი არჩევნები – ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა – 11;
- საქართველო – 10;
- თავისუფალი არჩევანი – ახალი ალტერნატივა – 7;
- გაჩეჩილაძე – მწვანეთა პარტია – 7;
- თეთრები – 6;
- დავით ჭიჭინაძე – ტრიბუნა – 6;
- სახე+ – 5;
- პროგრესი და თავისუფლება – 4;
- ერი – 4;
- ელენე ხოშტარია-დროა – 4;
- გირჩი – 4;
- თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა – 4;
- რეფორმატორები – 3;
- რეფორმერი – 2;
- გიორგი ლაღიძე-მომავალი საქართველო – 2;
- ჩვენი გაერთიანებული საქართველო – 2;
- მშრომელთა სოციალისტური პარტია – 2;
- მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება კანონი და სამართალი – 1.
რაც შეეხება თბილისს, სადაც დედაქალაქის მოსახლეობამ საკრებულოში 10 მაჟორიტარი უნდა აირჩიოს, 22 პარტიის და საინიციატივო ჯგუფის მიერ ჯამში 139 კანდიდატია წარდგენილი. თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატები სრულად 9 პარტიას ჰყავს წარდგენილი. საარჩევნო სუბიექტების მიერ თბილისში წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატების მაჩვენებელი ასეთია ( ცხრილში თბილისის მაჟორიტარული ოლქები მოცემულია ოლქის საარჩევნო ნომრით):
N | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | |
1 | მესამე ძალა | √ | √ | √ | √ | √ | √ | √ | √ | √ | √ |
2 | ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის | √ | √ | √ | |||||||
7 | ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები | √ | √ | √ | √ | √ | √ | √ | √ | √ | √ |
8 | დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი | √ | √ | √ | √ | √ | √ | √ | √ | √ | √ |
9 | ლელო | √ | √ | √ | √ | √ | √ | √ | √ | √ | √ |
10 | შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია | √ | √ | √ | √ | √ | √ | √ | √ | √ | √ |
13 | საქართველო | √ | √ | √ | √ | √ | √ | √ | √ | √ | √ |
20 | გიორგი ლაღიძე-მომავალი საქართველო | √ | |||||||||
25 | გახარია – საქართველოსთვის | √ | √ | √ | √ | √ | √ | √ | √ | √ | √ |
26 | თავისუფალი არჩევანი – ახალი ალტერნატივა | √ | √ | √ | √ | √ | √ | ||||
29 | მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისთვის | √ | √ | √ | √ | √ | √ | √ | √ | √ | |
30 | მშრომელთა სოციალისტური პარტია | √ | √ | ||||||||
32 | ელენე ხოშტარია – დროა | √ | √ | √ | |||||||
35 | დავით ჭიჭინაძე – ტრიბუნა | √ | √ | ||||||||
36 | გირჩი | √ | |||||||||
37 | თავისუფალი საქართველო (ზაზა ხატიაშვილი, კახა კუკავა, გრიგოლ ჯოჯუა) | √ | √ | √ | √ | √ | √ | √ | |||
41 | ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო | √ | √ | √ | √ | √ | √ | √ | √ | √ | √ |
43 | მესამე გზა | √ | √ | √ | |||||||
45 | ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი – მეტი თავისუფლება | √ | √ | √ | |||||||
48 | ანა დოლიძე – ხალხისთვის | √ | √ | √ | √ | √ | √ | √ | √ | √ | √ |
49 | რეფორმატორები | √ | |||||||||
50 | გაჩეჩილაძე – მწვანეთა პარტია | √ | √ | √ | √ | √ | √ | √ | |||
51 | საინიციატივო ჯგუფი | √ |
*შენიშვნა: თბილისის მაჟორიტარული ოლქების ნომრები: 1 – მთაწმინდა, 2 – ვაკე, 3 – საბურთალო, 4 – კრწანისი, 5 – ისანი, 6 – სამგორი, 7 – ჩუღურეთი, 8 – დიდუბე, 9 – ნაძალადევი, 10 – გლდანი.
მერობის კანდიდატები
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით განსაზღვრულია, რომ მერი აირჩევა 59 თვითმმართველ თემსა და 5 თვითმმართველ ქალაქში. ცესკოს მონაცემებით, თვითმმართველ თემებში სულ რეგისტრირებულია მერობის 201 კანდიდატი.
თვითმმართველი თემები
ქართული ოცნება ერთადერთი პარტიაა, რომელსაც მერობის კანდიდატი ყველა თვითმმართველ თემში ჰყავს დასახელებული. ნახევარზე მეტში კი მხოლოდ ორ პარტიას – ენმ-ს და გახარია საქართველოსთვის ჰყავთ დასახელებული. ყველა დანარჩენის მიერ დასახელებულ კანდიდატთა რაოდენობა თითოეულისთვის ათი და ათს ქვემოთაა.
პარტიების მიერ წარდგენილი მერობის კანდიდატების მაჩვენებელი ასეთია (რომლებსაც ნახევარზე მეტში ჰყავს წარდგენილი, მითითებულია ის მუნიციპალიტეტები, სადაც არ ჰყავთ და პირიქით);
- ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო – 59 (წარდგენილი ჰყავს ყველგან);
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 52 (არ წარუდგენია ლაგოდეხის, ლენტეხის, მესტიის, თერჯოლის, ხონის, ჭიათურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში);
- გახარია – საქართველოსთვის – 37 (არ წარუდგენია საგარეჯოს, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლიწყაროს, ლაგოდეხის, ახმეტის, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, წალკის, თეთრიწყაროს, ბორჯომის, ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ნინოწმინდის, თერჯოლის, საჩხერეს, ვანის, სამტრედიისა და ხონის მუნიციპალიტეტებში);
- ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის – 10 (წარდგენილი ჰყავს მხოლოდ მარნეულის, თეთრიწყაროს, კასპის, გორის, ახალციხის, ახალქალაქის, ამბროლაურის, სამტრედიის, ხონისა და ხობის მუნიციპალიტეტებში);
- ლელო – 10 (წარდგენილი ჰყავს საგარეჯოს, ყაზბეგის, ქარელის, ახალციხის, მესტიის, ხარაგაულის, სამტრედიის, ჩოხატაურის, აბაშას და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში);
- დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – 6 (წარდგენილი ჰყავს ყვარლის, გარდაბნის, მცხეთის, ხარაგაულის, ზუგდიდისა და შუახევის მუნიციპალიტეტებში);
- თავისუფალი საქართველო (ზაზა ხატიაშვილი, კახა კუკავა, გრიგოლ ჯოჯუა) – 4 (წარდგენილი ჰყავს სიღნაღის, კასპის, ქარელისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში);
- მესამე ძალა – 3 (წარდგენილი ჰყავს ლაგოდეხის, ტყიბულისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტბში);
- თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის – 3 (წარდგენილი ჰყავს თიანეთის, ყაზბეგისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში);
- მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება კანონი და სამართალი – 1 (წარდგენილი ჰყავს მხოლოდ წალკის მუნიციპალიტეტში);
- საქართველო – 1 (წარდგენილი ჰყავს მხოლოდ მცხეთის მუნიციპალიტეტში);
- დავით ჭიჭინაძე – ტრიბუნა – 1 (წარდგენილი ჰყავს მხოლოდ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში);
- მესამე გზა – 1 (წარდგენილი ჰყავს მხოლოდ სენაკის მუნიციპალიტეტში);
- სახალხო პარტია – 1 (წარდგენილი ჰყავს მხოლოდ კასპის მუნიციპალიტეტში);
- ანა დოლიძე – ხალხისთვის – 1 (წარდგენილი ჰყავს მხოლოდ მესტიის მუნიციპალიტეტში);
- საინიციატივო ჯგუფები – ჯამში 11 (ჯგუფებს წარდგენილი ჰყავთ წალკის, ყაზბეგის, ხაშურის (2), ნინოწმინდის, მესტიის, თერჯოლის, ბაღდათის, ოზურგეთისა (2) და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში).
აღსანიშნავია, რომ 12 მუნიციპალიტეტში მერობისთვის მხოლოდ ორ-ორი კანდიდატია წარდგენილი, საიდანაც ერთი მმართველი პარტიის კანდიდატია და მეორე კი, ძირითადად, ენმ-ის. ეს მუნიციპალიტეტებია:
ქართული ოცნება და ენმ
- გურჯაანი
- დედოფლისწყარო
- ახმეტა
- ბოლნისი
- დმანისი
- ბორჯომი
- ადიგენი
- ასპინძა
- საჩხერე
- ვანი
ქართული ოცნება და ევროპული საქართველო
- ხონი
ქართული ოცნება და მესამე ძალა
- ლაგოდეხი
5 თვითმმართველი ქალაქის მერობის კანდიდატები
ცესკოს მონაცემებით, თვითმმართველ ქალაქებში და, მათ შორის, თბილისში, მერის 5 ვაკანტურ ადგილზე 40 კანდიდატია წარდგენილი. თუმცა, ყველაზე მეტი – 16 კანდიდატი თბილისის მერობისთვის იბრძვის. თვითმმართველ ქალაქებში წარდგენილ კანდიდატთა რაოდენობა ასეთია:
- თბილისი – 16;
- ბათუმი – 10;
- რუსთავი – 6;
- ქუთაისი – 5;
- ფოთი – 3.
რაც შეეხება პარტიების მონაწილეობას, თვითმმართველ ქალაქებში მერობის კანდიდატები 20 საარჩევნო სუბიექტს და 2 საინიციატივო ჯგუფს ჰყავს წარდგენილი. აქედან ხუთივეში მხოლოდ ქართულ ოცნებას, ენმ-ს და გახარიას ჰყავთ წარდგენილი. პარტიებს შორის კანდიდატების გადანაწილების მაჩვენებელი ასეთია:
N | თბილისი | რუსთავი | ქუთაისი | ფოთი | ბათუმი | |
1 | მესამე ძალა | √ | √ | |||
5 | ერთიანი ნაციონალური მოძრაობა | √ | √ | √ | √ | √ |
6 | ევროპელი დემოკრატები | √ | ||||
8 | დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი | √ | √ | √ | ||
9 | ლელო | √ | ||||
10 | შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია | √ | ||||
13 | საქართველო | √ | ||||
15 | მამული | √ | ||||
20 | გიორგი ლაღიძე – მომავალი საქართველო | √ | ||||
23 | ჩვენი გაერთიანებული საქართველო | √ | ||||
25 | გახარია – საქართველოსთვის | √ | √ | √ | √ | √ |
27 | თეთრები | √ | ||||
29 | მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისათვის | √ | ||||
30 | მშრომელთა სოციალისტური პარტია | √ | √ | |||
37 | თავისუფალი საქართველო (ზაზა ხატიაშვილი, კახა კუკავა, გრიგოლ ჯოჯუა) | √ | √ | |||
40 | სახე+ | √ | ||||
41 | ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო | √ | √ | √ | √ | √ |
45 | ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი – მეტი თავისუფლება | √ | ||||
48 | ანა დოლიძე – ხალხისთვის | √ | ||||
50 | გაჩეჩილაძე – მწვანეთა პარტია | √ | √ | |||
51 | საინიციატივო ჯგუფი | √ | ||||
52 | საინიციატივო ჯგუფი | √ |
*შენიშვნა: ცალკეულ მუნიციპალიტეტებში საარჩევნო სუბიექტების ნაწილს მერობის შეთანხმებული კანდიდატები ჰყავს.