როგორც ორშაბათს ბრიფინგზე ვთქვი, მეორე დილით, სამშაბათს გავფრინდი, იმავე საღამოს დავბრუნდი, „თურქიშ ეარლაინსით“, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ნარკოტესტზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ნარკოტესტის პასუხი იქნება საჯარო.
„როგორც ორშაბათს ბრიფინგზე ვთქვი, მეორე დილით – სამშაბათს გავფრინდი, იმავე საღამოს დავბრუნდი, „თურქიშ ეარლაინსით”. დანარჩენს ყველაფერს დეტალურად შეგატყობინებთ, როგორც კი პასუხები იქნება. პასუხი იქნება საჯარო“, – განაცხადა გახარიამ.
დედაქალაქის მერმა და “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ სამხარეულოს ეროვნულ ბიუროში ნარკოლოგიური ტესტი 6 სექტემბერს ჩააბარა და სხვა კანდიდატებსაც მოუწოდა.
პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ თქვა, რომ ნარკოტესტს ევროპაში, საერთაშორისო ლაბორატორიაში გაიკეთებს, რადგან მისი თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ მის წინააღმდეგ ნარკოტესტთან დაკავშირებით პროვოკაცია მზადდებოდა.
ამის შემდეგ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გახარიამ, პრაქტიკულად, ხელი მოაწერა თავის პრობლემებს ნარკომანიასთან დაკავშირებით.