“გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

313

წინა სტატია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სუს-თან აქცია-პერფორმანსზე დაკავებული “გირჩი-მეტი თავისუფლების” წევრები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრები, შეთანხმებული ოპოზიციური მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დიდუბესა და საბურთალოში, ნიკა მოსიაშვილი და ბორის ყურუა წვრილმანი ხულიგნობის და სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის კანონიერი განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობის გამო გუშინ დააკავეს.

შეგახსენებთ, „გირჩი – მეტი თავისუფლებას“ წევრებმა სუს-თან „შკოდა ოქტავიას“ მარკის ავტომობილი მიიყვანეს და დაამტვრიეს. მათი განცხადებით, „შკოდა ოქტავია“ სუს-ის სიმბოლოა და „მოდულის შენობის მსგავსად უნდა დაინგრეს“. აღნიშნული პერფორმანსით მათ სუს-ის შენობასთან ფარული მოსმენები გააპროტესტეს.