სოფელ დიღომში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

390

საბურთალოს რაიონის გამგეობა სოფელ დიღომში ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, საგზაო სამუშაოები კვირაცხოვლის, მაჭავარიანის, ვაჟა-ფშაველასა და მამუჩაშვილის ქუჩებზე მიმდინარეობს.

„სამუშაოების მიმდინარეობას საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, მაჟორიტარ დეპუტატ ავთანდილ ცინცაძესთან ერთად გაეცნო.

პროექტის ფარგლებში, ჯამში, 9240 კვადრატული მეტრი ფართობი მოწესრიგდება, რომელიც 109 ნომერი საავტობუსო ხაზის მთლიან მოასფალტებას მოიცავს.

ამ დროისთვის, ასფალტის ქვედა ფენის დაგება მიმდინარეობს.

აღნიშნული პროექტისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 581 862 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს კი, კონტარქტორი კომპანია „L&L” აწარმოებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.