სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში ახალი სპორტული დარბაზის მშენებლობა მიმდინარეობს.
„მთის ფონდის“ დაფინანსებით, შენობაში თანამედროვე ტიპის დარბაზი, გასახდელები და საშხაპეები მოეწყობა. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სპორტული დარბაზით არამხოლოდ ნუკრიანის არამედ მეზობელი სოფლის მოსახლეობაც ისარგებლებს, რაც მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.
ყურძნის სუბსიდირების სქემა იცვლება. როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს მენეჯმენტი განმარტავს, საუბარია ისეთი ტიპის ცვლილებაზე, რაც ხარისხიანი ყურძნის წარმოებას წაახლისებს და სახელმწიფოს საშუალებას მისცემს ფასის სუბსიდირებიდან გამოვიდეს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
„ზოგადად, სუბსიდირებას ობიექტური მიზეზები აქვს. ყველა ვაანალიზებთ, რომ დარგის გრძელვადიანი განვითარებისთვის უმჯობესია ნაკლებად ჩაერიოს სახელმწიფო საფასო კონიუნქტურაში. ამიტომ, ვმუშაობთ გარკვეულ სქემებზე, რომელიც წაახალისებს უფრო ხარისხიანი ყურძნის წარმოებას ან მოგვცემს საშუალებას...
ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატის, ანტონ ობოლაშვილის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით სასმელი წყლის მოსაწესრიგებლად განკუთვნილი 520 000 000 ლარიდან სამცხე-ჯავახეთისთვის გამოყოფა დაახლოებით 187 000 000 ლარი. ყველაზე დიდი პროექტები განხორციელდება ბაკურიანში, ახალციხესა და ქალაქ ვალეში.
დეპუტატმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გასულ თვეში პარლამენტში საფინანსო– საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა. ანტონ ობოლაშვილი დაინტერესდა წყალმომარაგების კუთხით, სამცხე–ჯავახეთში რამდენი ლარია გამოყოფილი. მან კითხვაზე პასუხი სხდომის დამთავრების შემდგომ მიიღო პასუხი.
„მთლიანობაში მთელს...
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში მდებარე ამბულატორიებს მერია სახელმწიფოს 1 ლარად გადასცემს. საუბარია ზღუდერში, ახალსოფელში, ბრეთში და რუისში მდებარე ამბულატორიებზე. შენობები ჯანდაცვის სამინისტროს ა(ა)იპს “სამედიცინო ჰოლდინგს” გადაეცემა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
“სახელმწიფო ა(ა)იპ ვალდებულებას იღებს დენის, გაზის და სხვა სახის ხარჯების დაფარვაზე. ასევე ინვენტარით თუ წამლებით მომარაგებაზე. რა თქმა უნდა, ეს დადებითად აისახება ამბულატორიების გამართულ მუშაობაზე”, – აღნიშნა ქარელის მერმა, ზაზა გულიაშვილმა.
მერიის ინფორმაციით, ეტაპობრივად...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით, შიდა ქართლის ტერიტორიაზე ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაცია 2 746 ჰექტარზე მოხდება.
ბრძანების მიხედვით, ინვენტარიზაციისთვის გამოყოფილ სამ წლიან ვადაში, შიდა ქართლის ტერიტორია უკანასკნელ, 2024 წელს აღიწერება.
გორის მუნიციპალიტეტში აღსაწერი მიწის ფართობი 1 497 ჰექტარს უტოლდება. კასპის მუნიციპალიტეტში – 430, ხოლო ქარელში 819 ჰექტარი მიწა აღიწერება.
ინვენტარიზაციის ფარგლებში დადგინდება, თუ რამდენად ეფექტური გავლენა იქონია ქარსაფარმა ზოლმა სოფლის მეურნეობაზე და...
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ზვიად ანესაშვილმა თანამდებობა დატოვა.
გორის მერიის ინფორმაციით, ანესაშვილმა სამსახური პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
“საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა, ხელმძღვანელის მოვალოებას მისი მოადგილე, მამუკა ნიკუჭაძე შეასრულებს”, – გვითხრეს მერიაში.
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, ოქტომბერში საარსებო შემწეობა 655 734-მა სოციალურად დაუცველმა აიღო, რაც საქართველოს მთლიანი მოსახლეობის 17.6%-ია.
ოქტომბერში, სექტემბერთან შედარებით, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 5 099-ით შემცირდა. გასულ თვეში საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებზე ბიუჯეტიდან ჯამში 56 165 138 ლარი დაიხარჯა.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წლის დეკემბრიდან 2022 წლის აგვისტოს ჩათვლით, ქვეყანაში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ყოველთვიურად იზრდებოდა. მხოლოდ მიმდინარე წლის...
“ადგილობრივი თვითმმართველობის” კოდექსში საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების სახელით დაინიცირებული ცვლილებები მნიშვნელოვნად ასუსტებს საკრებულოს როლს, ხელს უშლის ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებას და მორგებულია მხოლოდ მმართველი პარტიის - “ქართული ოცნების” ინტერესებზე.
ინიციატივის ავტორები - კახა კახიშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, ანტონ ობოლაშვილი, ირმა ზავრადაშვილი ითხოვენ ცვლილებებს “ადგილობრივი თვითმმართველობის” კოდექსში, რომლის თანახმადაც, თუ საკრებულო საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 3 თვის ვადაში ვერ დაამტკიცებს ადგილობრივ ბიუჯეტს, უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება მხოლოდ საკრებულოს....
თბილისის მასშტაბით მიმდინარე ყველა სამშენებლო სამუშაო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების თანახმად ხორციელდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვაკის პარკის შადრევნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, კითხვაზე - თუ რა იყო ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი, პასუხს გამოძიება გასცემს.
„ყველა სამშენებლო სამუშაოს დროს გამოიყენება ის ნორმები, რომელიც საქართველოს კანონმდებლობითაა გაწერილი. სამშენებლო სამუშაოების დროს, რომელიც...
რუსთავის მერიაში, ქალაქის მერის, ნინო ლაცაბიძის მიერ ინიცირებული სტუდენტური პროგრამის - "მართე შენი ქალაქი“ მესამე ეტაპი დასრულდა.
რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, რუსთავის მერი დღეს პროექტის მონაწილე სტუდენტებს შეხვდა.
ნინო ლაცაბიძე სტაჟირების პროგრამაში ჩართულ სტუდენტებს გაესაუბრა და მათი შთაბეჭდილებები მოისმინა.
,,რუსთავის მერიაში ძალიან საინტერესო პროგრამას ვახორციელებთ. პროგრამა წარმატებული აღმოჩნდა, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დიდია დაინტერესება ახალგაზრდების მხრიდან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში, რაც...
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში განსახლების მსურველი იძულებით გადაადგილებული ოჯახების განაცხადების მიღება დაიწყო. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, გერმანიის მთავრობის მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში, სოფელ ძევერას მიმდებარე ტერიტორიაზე დევნილი ოჯახებისთვის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, სახლები შენდება.
„საცხოვრებლის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება შიდა ქართლის რეგიონში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ. სახლების ფართობის გათვალისწინებით, მაქსიმუმ 6-სულიანი დევნილი ოჯახების განაცხადები...
თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის, ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, დედაქალაქში გაზრდილ სატრანსპორტო მოთხოვნას აუცილებელია რეფორმის ფარგლებში მიწოდებაც დაეწიოს.
ამით ჟორჟოლიანი დედაქალაქის მერის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, თბილისის მერია 200 ერთეულ 18-მეტრიან ავტობუსს EBRD-ის სესხით აღარ შეისყიდის და საბიუჯეტო სახსრებით შეიძენს.
„მინდა გამოვეხმაურო დღევანდელი მთავრობის სხდომაზე თბილისის მერის გაკეთებულ განცხადებებს და ასევე, დაანონსებულ პროექტებს. პირველ რიგში,...
შეიძლება გარკვეული დროის განმავლობაში საპარკინგე ადგილებმა მოიკლოს, გარკვეული დროის განმავლობაში კი მოიმატოს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, „რატომ არ შესრულდა დაპირება და რატომ არ გაიზარდა საპარკინგე ადგილების რაოდენობა“.
როგორც კახა კალაძე განმარტავს, გარკვეული დროის განმავლობაში საპარკინგე ადგილების კლება და გაზრდა ცოცხალი პროცესია.
„რაც შეეხება საპარკინგე ადგილებს, სხვადასხვა პროექტის განხორციელება მიმდინარეობს და შეიძლება გარკვეული დროის განმავლობაში საპარკინგე ადგილებმა მოიკლოს,...
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის კაბინეტი დაცხრილეს. შემთხვევა წუხელ მოხდა, რის შედეგადაც შენობაში ცეცხლი გაჩნდა. მომხდარი ფაქტის დროს შენობაში არავინ იმყოფებოდა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 187-ე მუხლებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.
სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი საცხოვრებელი კორპუსის დემონტაჟი დაიწყო. აღნიშნული კორპუსი ვარკეთილის მესამე მასივში მდებარეობს, საიდანაც 36 ოჯახია გაყვანილი.
თბილისის მერიის ინფორმაციით, სადემონტაჟო სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.
მისი თქმით, ავარიული შენობის დემონტაჟი წლის ბოლომდე დასრულდება, ხოლო ახალი კორპუსის მშენებლობა მომავალ წელს დაიწყება. მოსახლეობას კუთვნილი ბინები გარემონტებული ჩაბარდება, მანამდე კი მათ ქირით მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს.
„დავიწყეთ ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების...
პარლამენტი ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის ინიციატივაზე მსჯელობს.
ცვლილებების ძირითადი ნაწილი “საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონში შედის, რომელსაც სახელწოდებაც ეცვლება და “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის“ კანონი დაერქმევა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პროექტის წარდგენისთანავე აღნიშნა, რომ ანტიკორუფციულ ბიუროს საგამოძიებო ფუნქციები არ ექნება. მისი თქმით, ბიუროს ძირითადი ამოცანა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობით...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































