ყურძნის სუბსიდირების სქემა იცვლება

252

ყურძნის სუბსიდირების სქემა იცვლება. როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს მენეჯმენტი განმარტავს, საუბარია ისეთი ტიპის ცვლილებაზე, რაც ხარისხიანი ყურძნის წარმოებას წაახლისებს და სახელმწიფოს საშუალებას მისცემს ფასის სუბსიდირებიდან გამოვიდეს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

„ზოგადად, სუბსიდირებას ობიექტური მიზეზები აქვს. ყველა ვაანალიზებთ, რომ დარგის გრძელვადიანი განვითარებისთვის უმჯობესია ნაკლებად ჩაერიოს სახელმწიფო საფასო კონიუნქტურაში. ამიტომ, ვმუშაობთ გარკვეულ სქემებზე, რომელიც წაახალისებს უფრო ხარისხიანი ყურძნის წარმოებას ან მოგვცემს საშუალებას ფასის სუბსიდირებიდან გამოვიდეთ.

ამ ეტაპზე სამწუხაროდ, მეტს ვერ მოგახსენებთ. უკვე დაწყებულია ანალიზი გასული წლის და წლევანდელი რთველის და ამ ანალიზის საფუძველზე, უახლოეს მომავალში გვინდა შევიმუშაოთ და გარკვეული კორექტივები შევიტანოთ სუბსიდირების მოქმედ სქემაში,“ – განაცხადა ლევან მეხუზლამ.

მისივე თქმით, სახელმწიფოს, სავარაუდოდ, გარკვეული ფორმით, სუბსიდირების შენარჩუნება მაინც მოუწევს, ხოლო თუ როდის წარედგინება ახალი სქემა სექტორს, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის.