გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

310

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ზვიად ანესაშვილმა თანამდებობა დატოვა.

გორის მერიის ინფორმაციით, ანესაშვილმა სამსახური პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

“საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა, ხელმძღვანელის მოვალოებას მისი მოადგილე, მამუკა ნიკუჭაძე შეასრულებს”, – გვითხრეს მერიაში.