გორის სოფელ ძევერაში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება დაიწყო

409

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში განსახლების მსურველი იძულებით გადაადგილებული ოჯახების განაცხადების მიღება დაიწყო. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გერმანიის მთავრობის მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში, სოფელ ძევერას მიმდებარე ტერიტორიაზე დევნილი ოჯახებისთვის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, სახლები შენდება.

„საცხოვრებლის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება შიდა ქართლის რეგიონში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ. სახლების ფართობის გათვალისწინებით, მაქსიმუმ 6-სულიანი დევნილი ოჯახების განაცხადები მიიღება.

განაცხადის გაკეთება, 19 ნოემბრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით არსებულ ნებისმიერ იუსტიციის სახლშია შესაძლებელი.

განაცხადები ასევე მიიღება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში შემდეგ მისამართებზე: გორი, სამების ქუჩა N1;რუსთავი, კოსტავას ქ.N20;ქუთაისი, აბაშიძის გამზ. N27;ზუგდიდი, აღმაშენებლის ქ. N106“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.