2022 წელს გორის მუნიციპალიტეტს 8 ახალი სკვერი შეემატება, მათ შორის, ხუთის - სოფლებში: ტინისხიდი, ვარიანი, კარალეთი, ახალდაბა, პატარა გორიჯვარი, ხოლო გორში სამის მოწყობა - რეაბილიტაცია დაიგეგმა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, 8 პროექტიდან 5 სკვერი „სამოქალაქო ბიუჯეტი 2022- ის” ფარგლებში განხორციელდა. რაც შეეხება 3 პროექტს, მოსახლეობის თხოვნით, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.
„გორის მუნიციპალიტეტში „სამოქალაქო ბიუჯეტის 2022- ის” ფარგლებში...
ალეგრობის დღესასწაულზე ოზურგეთის საპატიო მოქალაქის სტატუსი მერიამ კიდევ ათ ადამიანს მიანიჭა, მათ შორის, საპატიო მოქალაქის სტატუსი მიიღო ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილის ცოლმა, ნანა გოთუამ, რომელსაც მერიამ თავად ჩხარტიშვილის მიერ გამოყოფილი 10 000 ლარი გადასცა.
"მოხარული ვარ და მადლობას ვუხდი საქველმოქმედო ფონდ „ქართული გალობის“ დამფუძნებელს, ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილს, რომელმაც ჩვენი ქალაქის საპატიო მოქალაქეებს ჯილდოს სახით 10 000 – 10 000 ლარი გადასცა.
ოზურგეთის...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, თხილის წარმოების ხელშემწყობი ახალი სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მეთხილე ფერმერებმა, ფინანსური დახმარების მისაღებად, 2022 წლის 7 ნოემბრიდან 2023 წლის 31 იანვრამდე უნდა მოახდინონ თხილის ბაღების რეგისტრაცია თხილის კადასტრში.
„თხილის კადასტრის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელთა სოფლებში ვიზიტი დაგეგმილია შესაბამისი გრაფიკით. უახლოესი ერთი კვირის გრაფიკის შესახებ ინფორმაცია, კონკრეტული რეგიონის, სოფლისა და ვიზიტის თარიღის მითითებით,...
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოფელ ანდრიაწმინდაში, საავტომობილო გზის 1,23 კმ სიგრძის მონაკვეთზე ბეტონის საფარის დასაგებად გამოცხადებული 573 412 ლარის ღირებულების ტენდერი შეწყვიტა. მერიის განმარტებით, სატენდერო დოკუმენტაცია არასწორად იქნა ატვირთული, კერძოდ კი სამუშაოების შესრულების განფასება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ანდრიაწმინდის გზის ნაწილის რეაბილიტაციის ტენდერი თავდაპირველად 28 ოქტომბერს გამოცხადდა. მერიის სატენდერო კომისიამ, მათ მიერ განმარტებულ ხარვეზის აღმოსაფხვრელად სხდომა 1 ნოემბერს გამართა, სადაც ტენდერის შეწყვეტის...
ხაშურში საგზაო მოძრაობაში დაგეგმილი ცვლილებები ძალაში დღეიდან შევიდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ხაშურის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
“გაცნობებთ, რომ ყველა სახის (როგორც შიდასაქალაქო, ისე სურამში მიმავალი თუ სასოფლო) საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქის ცენტრალური მოედნიდან ბაზრამდე მოსახვედრად ნაცვლად რუსთაველის ქუჩისა გამოიყენებს აღმაშენებლის ქუჩას. სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტში მოსალოდნელი არ არის”, – ნათქვამია განცხადებაში.
უწყება მოქალაქეებს ცვლილებების კარგად გაცნობისკენ მოუწოდებს.
მტირალას ეროვნული პარკის ფართობი 15698.8 ჰექტარიდან 118.8 ჰექტარით მცირდება და 15 580 ჰექტარს შეადგენს.
მთავრობამ პარლამენტს განსახილველად “მტირალას ეროვნული პარკის შესახებ“ კანონში ცვლილებები წარუდგინა, რომლის გათვალისწინებით, კანონში მტირალას ეროვნული პარკის საზღვრების დემარკაციის შედეგები აისახება.
როგორც მთავრობა განმარტავს, დაცული ტერიტორიების საზღვრებიდან გამოტანილი იქნება დაცული ტერიტორიებისთვის არატიპური ინფრასტრუქტურა, ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ტერიტორიები, ასევე სახეცვლილი ტერიტორიები, რომლებსაც კონსერვაციული ღირებულება არ გააჩნია...
თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ-ი - ქონების მართვის სააგენტო ქონებასთან დაკავშირებულ დავებზე საფასურის გადახდისა და დაკისრებისაგან გათავისუფლდება.
სააგენტოს აღსრულების საფასურის გადახდისგან გათავისუფლებას “ქართული ოცნების“ დეპუტატების სახელით მომზადებული ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონში შედის.
როგორც კანონის პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ქონების მართვის სააგენტოა, რომლის წარმოებაში არსებული საქმეების რაოდენობა...
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დაგეგმილი საახალწლო გალაკონცერტისთვის, სცენით, მხატვრული განათებით, გარე გამოყენების ეკრანითა და გახმოვანების აპარატურით მომსახურების შესყიდვისთვის ქუთაისის მერია ტენდერს აცხადებს. აღნიშნული მომსახურების გაწევისთვის მერია 28 500 ლარს დახარჯავს.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად "მიმწოდებელი" ვალდებულია უზრუნველყოს სცენის, ლედეკრანის, მხატვრული განათების და გახმოვანების აპარატურის მონტაჟი "შემსყიდველის" მიერ მითითებულ ადგილზე. ღონისძიების დასრულების შემდეგ კი, უნდა მოახდინოს მისი დემონტაჟი.
ეს საქმიანობა "მიწოდებელმა" 2022 წლის 31...
ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ საშობაო ნაძვის ხის შესყიდვის ტენდერი, რომლის ღირებულება 155 000 ლარს შეადგენდა, 146 ათას ლარად „ღამის შოუ სტუდიამ“ მოიგო. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
აღნიშნულ ფაქტს იმერეთის ანტიკორუფციული მოძრაობა გამოეხმაურა და „ღამის შოუ სტუდიას მიერ უკონკურენტოდ ტენდერის მოგებას ხელისუფლებასთან დაახლოებული პირებისთვის სასათბურე პირობების შექმნა უწოდა.
"(ღამის შოუს სტუდია")თუკი სხვა მუნიცილპალიტეტებში კონცერტებს ატარებს, ქუთაისის მერიაში საშობაო ნაძვის ხის ტენდერიც მოიგეს....
გორში, რამდენიმე თვეა ფრანგული კომპანია ,,სისტრა გრუპის'' წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებიც ქალაქ გორში მუნიციპალური ტრანსპორტის საკითხებს იკვლევენ. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
პირველადი მონაცემები მათ ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომლებს უკვე გააცნეს. წლის ბოლომდე, გორის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს მთავრობა წერილობით მიიღებს დოკუმენტს, სადაც გაწერილი იქნება რეკომენდაციები.
როგორც ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი, ზურაბ ჯირკველიშვილი გვეუბნება, სავარაუდოდ, რეკომენდაციები შეეხება ინფრასტრუქტურული ნაწილის გაუმჯობესებასაც.
"კვლევის მიზანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის...
ძევერაში სოფლის ტიპის დასახლების გაშენება დასასრულს უახლოვდება, – ამ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, გერმანიის მთავრობის მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში, რომელიც 10 მილიონ ევროს შეადგენდა, მარნეულსა და ძევერაში 200-მდე კერძო სახლი აშენდა.
„გრანტი ჯამში 10 მილიონ ევროს შეადგენდა. ითვალისწინებდა 200-მდე კერძო სახლის მშენებლობას. სოფლის ტიპის დასახლების აშენებას ძევერასა და მარნეულში. ძევერაში სახლები თითქმის აშენებულია, მაგრამ...
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად თამაზ ბესტაევი დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს მას პირადად შეხვდა და ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა.
თამაზ ბესტაევმა აღნიშნულ პოზიციაზე დიმიტრი სანაკოევი შეცვალა, რომელმაც თანამდებობა ცოტა ხნის წინ დატოვა.
ბესტაევი, ბოლო 15 წლის განმავლობაში, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურს ხელმძღვანელობდა.
ფოთში, ნიკოლაძის სანაპიროზე გზის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო, - ამის შესახებინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში 1-კილომეტრიან მონაკვეთზე დაიგება ორფენიანი ასფალტო-ბეტონის გზის საფარი, მოეწყობა გარე განათების სისტემა, სანიაღვრე არხები, ბორდიურები, გადასასვლელი ხიდბოგირები, უსაფრთხოების კუნძულები.
ასევე, მოეწყობა ველო ბილიკი.სამუშაოების ფარგლებში განხორციელდება საგზაო ნიშნების მონტაჟი და გზის მონიშვნის სამუშაოები.
პროექტის ღირებულება 2 295 064 ლარს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში შენობის პირველ სართულზე იცვლება კარ-ფანჯარა, იხურება სახურავი, ფასადს უტარდება რეაბილიტაცია. ასევე, დაგეგმილია შიდა კიბის რეაბილიტაცია. აღნიშნული სამუშაოებისათვის ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 247 237 ლარია გამოყოფილი.
მათივე ცნობით, სამუშაოებს შპს ,,ბესთ ბილ გრუპი" ასრულებს. ბაღის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2022 წელს დაიწყო და 2023 წელს დასრულდება.
თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით და თბილისის მთავრობის განკარგულებით ქართველი გმირის ჯუმბერ ბეთაშვილის ოჯახს, დროებით სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი ბინა (2003 წლიდან) სიმბოლურ ფასად 1 ლარად საკუთრებაში გადაეცა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე იქნა მიღებული.
საკითხს „ქალაქ თბილისში, რაფაელ აგლაძის ქუჩა N1-ში მდებარე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტის შესახებ საკრებულოს წევრებმა დაუჭირეს მხარი.
"მე ბავშვებს და...
თბილისის საკრებულოს წევრი გიორგი ჩაკვეტაძე წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომაზე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა და გარდაცვლილი მარიტა მეფარიშვილის ოჯახს მიუსამძიმრა.
საკრებულოს წევრი აღნიშნავს, რომ აუცილებელია დადგეს გამოძიების დროული შედეგები და გამოიკვეთოს ყველა ის პასუხისმგებელი პირი, რომლებსაც ამ დაუდევრობაში ბრალი მიუძღვის.
„მთავარია ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მსგავსი შედეგები ჩვენს ქალაქში და ჩვენს ქვეყანაში თავიდან ავირიდოთ. ზუსტად ამისთვის და არა პოლიტიკური შოუსთვის დედაქალაქის მერმა...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































