ძევერაში დევნილებისთვის სოფლის ტიპის დასახლების მშენებლობა სრულდება

410

ძევერაში სოფლის ტიპის დასახლების გაშენება დასასრულს უახლოვდება, – ამ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, გერმანიის მთავრობის მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში, რომელიც 10 მილიონ ევროს შეადგენდა, მარნეულსა და ძევერაში 200-მდე კერძო სახლი აშენდა.

„გრანტი ჯამში 10 მილიონ ევროს შეადგენდა. ითვალისწინებდა 200-მდე კერძო სახლის მშენებლობას. სოფლის ტიპის დასახლების აშენებას ძევერასა და მარნეულში. ძევერაში სახლები თითქმის აშენებულია, მაგრამ დასრულებული ჯერ არ არის. სახლების კვადრატულობა სულადობიდან გამომდინარეობს და გათვალისწინებულია მაქსიმუმ 6 სულიან ოჯახზე”, – უთხრეს მოზაიკას უწყებაში

მათივე ინფორმაციით, გამოყოფილი 10 მილიონი ევროს ფარგლებში სოფლის ტიპის დასახლებების გარდა, გათვალისწინებულია დევნილთა დასახლებებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება

„გრანტი, გარდა სახლებისა, ითვალისწინებს დევნილთა დასახლებებში მცირე მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, ასევე, საბავშვო ბაღების მშენებლობასა და რეაბილიტაციას”