საახალწლო სცენისა და აპარატურისთვის ქუთაისის მერია 30 000- მდე ლარს დახარჯავს

432

ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დაგეგმილი საახალწლო გალაკონცერტისთვის, სცენით, მხატვრული განათებით, გარე გამოყენების ეკრანითა და გახმოვანების აპარატურით მომსახურების შესყიდვისთვის ქუთაისის მერია ტენდერს აცხადებს.  აღნიშნული მომსახურების გაწევისთვის მერია 28 500 ლარს დახარჯავს.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად  “მიმწოდებელი” ვალდებულია უზრუნველყოს სცენის, ლედეკრანის, მხატვრული განათების და გახმოვანების აპარატურის მონტაჟი “შემსყიდველის” მიერ მითითებულ ადგილზე. ღონისძიების დასრულების შემდეგ კი, უნდა მოახდინოს მისი დემონტაჟი.

ეს საქმიანობა “მიწოდებელმა” 2022 წლის 31 დეკემბერს უნდა განახორციელოს.

კონცერტის ხანგრძლივობა არანაკლებ 240 წუთი იქნება.