მტირალას ეროვნული პარკის ფართობი 118.8 ჰექტარით მცირდება და 15 580 ჰექტარს შეადგენს

356

მტირალას ეროვნული პარკის ფართობი 15698.8 ჰექტარიდან 118.8 ჰექტარით მცირდება და 15 580 ჰექტარს შეადგენს.

მთავრობამ პარლამენტს განსახილველად “მტირალას ეროვნული პარკის შესახებ“ კანონში ცვლილებები წარუდგინა, რომლის გათვალისწინებით, კანონში მტირალას ეროვნული პარკის საზღვრების დემარკაციის შედეგები აისახება.

როგორც მთავრობა განმარტავს, დაცული ტერიტორიების საზღვრებიდან გამოტანილი იქნება დაცული ტერიტორიებისთვის არატიპური ინფრასტრუქტურა, ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ტერიტორიები, ასევე სახეცვლილი ტერიტორიები, რომლებსაც კონსერვაციული ღირებულება არ გააჩნია ან არ შეესაბამებიან “დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ კანონის მოთხოვნებს – ეს ტერიტორიებია საკარმიდო ნაკვეთები, ხეხილის ბაღები და სხვა.

კანონიდან ამოღებული იქნება ის პუნქტები, რომლებიც განსაზღვრავდნენ მდინარე ლეჩის წყალსადენის სათავე ნაგებობის ფართობსა და კოორდინატებს, ვინაიდან დემარკაციის შემდეგ აღნიშნული ტერიტორია დაცული ტერიტორიის ფართობში აღარ ექცევა.