გორის მერია: 2022 წელს გორის მუნიციპალიტეტს 8 ახალი სკვერი შეემატება

217

2022 წელს გორის მუნიციპალიტეტს 8 ახალი სკვერი შეემატება, მათ შორის, ხუთის – სოფლებში: ტინისხიდი, ვარიანი, კარალეთი, ახალდაბა, პატარა გორიჯვარი, ხოლო გორში სამის მოწყობა – რეაბილიტაცია დაიგეგმა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, 8 პროექტიდან 5 სკვერი „სამოქალაქო ბიუჯეტი 2022- ის” ფარგლებში განხორციელდა. რაც შეეხება 3 პროექტს, მოსახლეობის თხოვნით, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.

„გორის მუნიციპალიტეტში „სამოქალაქო ბიუჯეტის 2022- ის” ფარგლებში 41 პროექტი ხორციელდება, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით შეირჩა.

მიმდინარე წლის პროგრამის ბიუჯეტი 3 მილიონამდე ლარია, რომელიც 28 ადმინისტრაციულ ერთეულზე თანაბრად ნაწილდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.