6 მილიონ კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო ნებართვა თბილისის მასშტაბის ქალაქისათვის წარმოუდგენლად დიდია, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოში თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხილვისას საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. ალეკო ელისაშვილი გამოეხმაურა სხდომაზე გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელის, მერაბ ბოლქვაძის განცხადებას, რომელიც სწორედ 6 მილიონ კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო ნებართვებს ეხებოდა. ალეკო ელისაშვილის თქმით, მოსკოვის შემთხვევაში, რომელიც თბილისზე გაცილებით...
იმერეთში ვარციხისა და ტობანიერის სარწყავი სისტემების სარეაბილიტაციო პროექტი ხორციელდება.  მიმდინარეობს მაგისტრალური არხების, I რიგის გამანაწილებლების, დამშრობი ღია სადრენაჟო-საკოლექტორო ქსელის და მათზე არსებული ჰიდროტექნიკური ნაგებობების რეაბილიტაციის სამუშაოები. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ვარციხისა და ტობანიერის მაგისტრალურ არხებს საერთო სიგრძით 15 კმ. მოეწყობა სხვადასხვა სახის ტიპიური წყალგამშვები ნაგებობები, მილხიდები, დახურული ფოლადის და რკ/ბეტონის მილსადენები. აღდგება საკოლექტორო არხი სიგრძით 6,5კმ, ტობანიერის არსებული მიწის არხი...
ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში წყალსადენის რეაბილიტაციის მასშტაბური სამუშაოები დაიწყო. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, პროექტი დაბა ახალდაბის სათავე ნაგებობების სრულ აღდგენა-მშენებლობის სამუშაოებს ითვალისწინებს. გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განმარტებით, ობიექტზე დამონტაჟდება ახალი ულტრა ფილტრაციის დანადგარი წარმადობით 60მ3/სთ. საფილტრი მოწყობილობა უზრუნველყოფს წყლის მაქსიმალურ გაწმენდას. „პროექტი მოცულობით სამუშაოებს გულისხმობს, რომლისთვისაც 685 232 ლარი გაიხარჯება. საფილტრი სადგურის გარდა №1 და №2 სალექარებზე განხორციელდება კედლების სარეაბილიტაციო სამუშაოები, მოეწყობა ახალი ტიხრები,...
ქობულეთში, სოფელ საჩინოს მოსახლეობა სასმელ წყალთან დაკავშირებულ პრობლემებს აპროტესტებს. მათი განცხადებით, წყალი სასმელად უვარგისია. ადგილზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქობულეთის საკრებულოს დეპუტატებიც იმყოფებოდნენ. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბონდო თედორაძე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, ქობულეთის გამგეობამ 2016 წელს სოფელ საჩინოში წყლის რეზერვუარის რეაბილიტაციისათვის მილიონი ლარი დახარჯა, თუმცა პროექტი არასწორად დაიგეგმა. „სოფელ საჩინოში წყლის მთავარი რეზერვუარის რეაბილიტაციისათვის 2016 წელს მილიონი ლარი დაიხარჯა, თუმცა სოფლის ნაწილს...
თუ ინსტიტუციონალური ცვლილებები არ მოჰყვა, თბილისის მიწათსარგებლობის განვითარების ეს გეგმაც დარჩება ოცნებებისა და სურვილების დოკუმენტად, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოში მიმდინარე გენგეგმის განხილვაზე საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. თბილისის საკრებულოში გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელმა მერაბ ბოლქვაძემ საკრებულოს დეპუტატებს გენგეგმის კონცეფცია და არსი ზოგადად გააცნო, რასაც დეპუტატებისგან შეკითხვები მოყვა. საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განხილვაზე მყოფ თბილისის მერს მერიასთან არსებული ზონალური...
მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების პროცესში მტკვარზე წყლის ტრანსპორტის იდეა განიხილეს. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონცეფციაში სხვა საკითხებთან ერთად, ტრანსპორტის მიმართულებაზე, მათ შორის, წყლის ტრანსპორტის შესახებ არის საუბარი. ”მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების პროცესში განხილულ იქნა მტკვარზე წყლის ტრანსპორტის იდეა, როგორც მგზავრების გადაადგილების ალტერნატიული საშუალება, მისი სიგრძივი ღერძის გასწვრივ. მდინარის ნაპირები რამდენიმე ადგილზე აღჭურვილია წყალთან მისადგომებით (კიბეებითა და პანდუსებით), მათი ეფექტური გამოყენებისთვის...
გადატვირთული მოძრაობის გამო თბილისის რამდენიმე უბანში ახალი მეტროსადგურების გახსნის საჭიროებაა. ისეთ უბნებში, როგორებიცაა ვაკე, დიდი დიღომი, ვაზისუბანი და აეროპორტი, მიწისქვეშა ან მიწისზედა ჩქაროსნული ტრანსპორტის დანიშვნა აუცილებელია. ამ ორი უბნის გარდა, სპეციალისტები მცხეთის, რუსთავის, ასევე ნატახტარისა და თბილისის აეროპორტების ქალაქთან დაკავშირებას მეტროსადგურის მეშვეობით აუცილებლად მიიჩნევენ. მათი აზრით, ეს ადგილები მისადგომად რთულია, ხოლო მეტრო მათთან სხვა მოძრავ ქუჩებს დააკავშირებს. ურბანისტები იმაზეც...
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონცეფციით, ახალი სპეციალიზებული სავაჭრო ცენტრების განვითარება უნდა შეიზღუდოს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უკანასკნელი წლების მანძილზე, თბილისში გაჩნდა დიდი სავაჭრო ცენტრები და არეალები - ე.წ. “ბაზრობები”, “მოლები” და “მეგამარკეტები”. ”ამ ობიექტებიდან განსაკუთრებულად მსხვილი და პოპულარული ერთეულები ქმნიან საცალო ვაჭრობის სპეციალიზებულ ცენტრებს. ასეთი ცენტრების შემოთავაზებულ მომსახურებას გააჩნია ფართო სპექტრი და ის ფარავს მოსახლეობის საშუალო და გრძელვადიან, სპეციფიკურ მოთხოვნილებებს, როგორებიცაა მაგალითად,...
თბილისის განაშენიანებულ ტერიტორიაზე, საერთო სარგებლობის გამწვანებული პარკებისა და სკვერების ფართობი, ერთ სულ მოსახლეზე 3 კვ. მ-ზე ნაკლებია. ამის შესახებ აღნიშნულია თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონცეფციაში. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშვე ჯგუფის წევრები მიიჩნევენ, რომ თბილისი განიცდის საზოგადოებრივი დანიშნულების მწვანე სივრცეების მწვავე უკმარისობას. „გენგეგმის განახლების პროცესში ჩატარებული კვლევების მიხედვით, დღეს საერთო სარგებლობის გამწვანებული პარკებისა და სკვერების ფართობი, თბილისის ურბანიზებულ (ნაშენ) ტერიტორიაზე, ერთ...
”ქართული ოცნების” დედაქალაქის მერობის კანდიდატი კახა კალაძე მთავარ კონკურენტად ”ქალაქის მოსახლეობის პრობლემებს” მოიაზრებს. მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ ვის მიიჩნევს კახა კალაძე მის მთავარ კონკურენტად - ალეკო ელისაშვილს, ელენე ხოშტარიას, ზაალ უდუმაშვილს, თუ უალტერნატივო კანდიდატია? ”მე ვფიქრობ, ჩემი მთავარი კონკურენტი დღეს არის ის პრობლემები, რაც ჩვენი ქალაქის მოსახლეობას აწუხებს”, - განუცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებს. წყარო: ინტერპრესნიუსი
https://www.youtube.com/watch?v=xpZo_UNzsjE&feature=youtu.be „ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს კანონი, მაქსიმალურად მშვიდობიანად ჩატარდეს ეს არჩევნები და ამისთვის „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, შეხვედრაზე წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრეს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მმართველმა გუნდმა თანამშრომლობისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა. „დღეს გვქონდა შეხვედრა NDI-ს მისიის წარმომადგენლებთან, რომლებიც ადგილობრივ არჩევნებს...
2017 წლის 6 თვეში პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებულმა შემოწირულებებმა ჯამში 250355.21 ლარი შეადგინა, აქედან ყველაზე მეტი - 131179 ლარი „ევროპულმა საქართველომ“ მიიღო, - ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტატისტიკაშია, რომელიც პოლიტიკური პარტიების  მიერ მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში მიღებულ შემოწირულებებს მოიცავს. პარტიების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, 2017 წლის პირველ 6 თვეში ყველაზე მეტი შემოწირულება - 131179 ლარი „ევროპულმა საქართველომ - მოძრაობა...
თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის წარდგენა და განხილვა მიმდინარეობს. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონცეფციას, არსს და შესრულებულ სამუშაოებს საკრებულოს წევრებს გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი მერაბ ბოლქვაძე აცნობს. განხილვას თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე და სხვა პირები ესწრებიან. შეხვედრის მონაწილეებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და დავით ნარმანიამ მიმართეს. დავით ნარმანიას თქმით, გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფმა დაასრულა...
https://www.youtube.com/watch?v=-pusLklAWlk&feature=youtu.be საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პრეზიდენტის მხრიდან „თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებებსა და „საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებზე ვეტოს დადებას სამართლებრივი არგუმენტები ვერ ექნება. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ თვითმმართველობის კოდექსში შეტანილი ცვლილებები სამართლებრივ პრინციპებთან აბსოლუტურად თავსებადია. მისივე თქმით, იგივე შეიძლება ითქვას ადმინისტრაციის ფორმირების წესთან დაკავშირებითაც. „რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებს, აქ სამართლებრივი არგუმენტები მე ძალიან ძნელად წარმომიდგენია. თვითმმართველობის კოდექსში შეტანილი ცვლილებები არის სამართლებრივ პრინციპებთან აბსოლუტურად...
ქუთაისში 26 მაისს გამართული ფოლკლორის ფესტივალი „გაზაფხულის რიტმები“ მერიამ დააფინანსა. მერიის გადაწყვეტილებითვე, შპს „ნატალი ნ“-ის ორგანიზებით გამართული ფესტივალი 26 მაისის პროგრამაში გაიწერა. ეს არი არის პირველი ღონისძიება და სხვადასხვა სახელწოდებით მათივე ორგანიზებით ფესტივალი მეოთხედ გაიმართა. ფესტივალში მონაწილეები ინდივიდუალურად 40 ლარს იხდიდნენ.  მასში დაახლოებით 30  ქორეოგრაფიული ანსამბლი მონაწილეობდა. საშუალოდ, თითო ანსამბლში 30–40 ბავშვი იყო. ფესტივალის არაორგანიზებულობა და მონაწილეობის საწევრო გახდა მშობლების უკმაყოფილების მიზეზი. მათ...
ქუთიაში, გამსახურდიას 32-ში ნომერში არსებულ კორპუსს რეაბილიტაცია უტარდება. სამუშაოები პროგრამა "კორპუსის" ფარგლებში თანდაფინანსებით მიმდინარეობს. რამდენიმე წლის წინ კოპრუსის პარაპეტის ნგრევის შედეგად 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა. პროგრამის ფარგლებში 20 კორპუსის პარაპეტის შეკეთება მოხდება. ადგილობრივების განცხადებით, აღნიშნული შენობიდან კედლის ფრაგმენტები ადრეც ჩამოიშალა, თუმცა უბედურ შემთხვევამდე რეაგირება არავის მოუხდენია. შეგახსენებთ, ქუთაისში ზვ. გამსახურდიას (ყოფილი გორის) ქუჩაზე ფასადის ფრაგმენტი ჩამოიშალა, რაც ადგილობრივი მცხოვრებლების შეშფოთების მიზეზი გახდა. წყარო: ნიუპრესი

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ