”ქართული ოცნების” დედაქალაქის მერობის კანდიდატი კახა კალაძე მთავარ კონკურენტად ”ქალაქის მოსახლეობის პრობლემებს” მოიაზრებს.
მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ ვის მიიჩნევს კახა კალაძე მის მთავარ კონკურენტად – ალეკო ელისაშვილს, ელენე ხოშტარიას, ზაალ უდუმაშვილს, თუ უალტერნატივო კანდიდატია?
”მე ვფიქრობ, ჩემი მთავარი კონკურენტი დღეს არის ის პრობლემები, რაც ჩვენი ქალაქის მოსახლეობას აწუხებს”, – განუცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებს.
წყარო: ინტერპრესნიუსი