იმერეთში ვარციხისა და ტობანიერის სარწყავი სისტემების სარეაბილიტაციო პროექტი ხორციელდება.

612

იმერეთში ვარციხისა და ტობანიერის სარწყავი სისტემების სარეაბილიტაციო პროექტი ხორციელდება.  მიმდინარეობს მაგისტრალური არხების, I რიგის გამანაწილებლების, დამშრობი ღია სადრენაჟო-საკოლექტორო ქსელის და მათზე არსებული ჰიდროტექნიკური ნაგებობების რეაბილიტაციის სამუშაოები.

პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ვარციხისა და ტობანიერის მაგისტრალურ არხებს საერთო სიგრძით 15 კმ. მოეწყობა სხვადასხვა სახის ტიპიური წყალგამშვები ნაგებობები, მილხიდები, დახურული ფოლადის და რკ/ბეტონის მილსადენები. აღდგება საკოლექტორო არხი სიგრძით 6,5კმ, ტობანიერის არსებული მიწის არხი ნაწილობრივ მოპირკეთება მონოლითური ბეტონით. განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, 5 სოფლის (როკითი, დიდველა, ვარციხე, წითელხევისა და როხის) 820 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი  სარწყავი წყლით უზრუნველყოფილი იქნება. 

პროექტი, რომლის ღირებულებაც 2,196,280 ლარს შეადგენს 2018 წლის გაზაფხულზე დასრულდება. 

2012 წლიდან იმერეთის რეგიონში განხორციელდა სამელიორაციო სისტემების 17 სარეაბილიტაციო პროექტი. შედეგად წყლით უზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 13 765 ჰექტრამდე, ხოლო დრენირებული მიწის ფართობი 4 450 ჰექტრამდე გაიზარდა.