ქუთაისში 20 კორპუსის პარაპეტების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

645

ქუთიაში, გამსახურდიას 32-ში ნომერში არსებულ კორპუსს რეაბილიტაცია უტარდება. სამუშაოები პროგრამა “კორპუსის” ფარგლებში თანდაფინანსებით მიმდინარეობს. რამდენიმე წლის წინ კოპრუსის პარაპეტის ნგრევის შედეგად 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა.

პროგრამის ფარგლებში 20 კორპუსის პარაპეტის შეკეთება მოხდება. ადგილობრივების განცხადებით, აღნიშნული შენობიდან კედლის ფრაგმენტები ადრეც ჩამოიშალა, თუმცა უბედურ შემთხვევამდე რეაგირება არავის მოუხდენია.

შეგახსენებთ, ქუთაისში ზვ. გამსახურდიას (ყოფილი გორის) ქუჩაზე ფასადის ფრაგმენტი ჩამოიშალა, რაც ადგილობრივი მცხოვრებლების შეშფოთების მიზეზი გახდა.

წყარო: ნიუპრესი