გორის საკრებულოს თავმჯდომარედ მესამე ვადით დავით რაზმაძე აირჩიეს. კენჭისყრას ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა. მას 24- მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
გორის ახალი საკრებულოს პირველი სხდომა გარდაცვლილი დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძისთვის პატივის მიგებით დაიწყო. ოპოზიცია ფუტკარაძის ფოტოებით მივიდა.
ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე დასასწრებად "ნაციონალური მოძრაობის" გარდაცვლილი დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის და, ნაზი ფუტკარაძე მივიდა. სხდომას წესით სწორედ ნუგზარ ფუტკარაძე უნდა წაძღოლოდა, რადგან ის ახალი მოწვევის საკრებულოს უხუცესი წევრი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
"გასაგებია, რომ დღეს დიდი ხალისით არ მოვსულვარ ამ პირველ სხდომაზე, მაგრამ იმ ადამიანების პასუხისმგებლობა მაქვს, ვინც მხარი დაგვიჭირა. ძველი საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტას...
ზუგდიდის საკრებულომ ცნო ახალი წევრების უფლებამოსილება. გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე ერთხმად მიიღეს. წინააღმდეგი არავინ ყოფილა. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
საკრებულოს უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" სხდომა დატოვა. ამის შესახებ თეიმურაზ ბასილაიამ განაცხადა.
მისი თქმით, კენჭისყრის პროცედურებში აღარ აპირებენ მონაწილეობის მიღებას, რადგან მთელი საარჩევნო კამპანია აბსურდის "სპეცოპერაცია" იყო და დღეს ეს ყველაფერი "აბსურდის სცენარია".
"ჩვენ მოვისმინეთ სხვადასხვა პარტიების, მათ შორის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების აზრი...
ზუგდიდის საკრებულოში, სამანდატო კომისია აირჩიეს. მისი წევრები არიან თამუნა ჯიქია, სანდრო სორდია და ნანა ხუფაცარია. წევრობაზე უარი თქვა ენმ-მ და "გახარია-საქართველოსთვის" დეპუტატებმა. ამის შესახებ რაივპრესი წერს.
ენმ-ის წარმომადგენელ თეიმურაზ ბასილაიას თქმით, ისინი არ აპირებენ არცერთ კენჭისყრაში მონაწილეობას, გარდა მეოთხედ დასმული საკითხის, საკრებულოს ლეგიტიმაციის.
"მხოლოდ უფლებამოსილების საკითხს ვუყრით კენჭს. ეს არის ჩვენი პოზიცია", - აღნიშნა მან.
"გახარია-საქართველოსთვის" წარმომადგენელ გიგა ფარულავას თქმით, ეს არჩევნები...
„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე, რომელიც თბილისის საკრებულოში პარტიული სიის პირველი ნომერია, საკრებულოს პირველ სხდომაზე არ მივიდა.
ბადრი ჯაფარიძე საკრებულოს მანდატს ტოვებს. სავარაუდოდ, საკრებულოში, სავარაუდოდ, „ლელოს“ წევრი ვატო სურგულაძე შეცვლის.
ცნობისთვის, თბილისის მე-7 მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე აირჩიეს. სხდომას 43 დეპუტატი ესწრებოდა, რომელთაგანაც 27-მა მას მხარი დაუჭირა, თავი 1-მა დეპუტატმა შეიკავა, ერთი კი წინააღმდეგი იყო.
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია. პარტიებმა საკუთარი კანდიდატები სხდომაზე უკვე წარადგინეს. ამის შესახებ ინფო რუსთავი წერს.
საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” მამუკა რეხვიაშვილი, პარტია “გახარია-საქართველოდან” კი გურამ შეროზია არიან.
ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ კანდიდატურა არ დაასახელა.
შეგახსენებთ, რუსთავის მე-7 მოწვევის საკრებულოში “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” 16-16 მანდატით არიან წარმოდგენილები, 3 მანდატი აქვს პარტიას “გახარია -საქართველოსთვის”.
ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარედ 14 ხმით, თენგიზ ირემაძე აირჩიეს.
ირემაძე საკრებულოს, მხოლოდ "ქართული ოცნების" წევრების მხარდაჭერით, უხელმძღვანელებს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.
ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა არ მიიღეს ,,გახარია-საქართველოს'' წევრებმა, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები კი პროტესტის ნიშნად სხდომას არ ესწრებოდნენ.
ბათუმში ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა მიმდინარეობს. დარბაზში იმყოფებიან როგორც „ქართული ოცნების“, ასევე ოპოზიციის დეპუტატები. სხდომას მხოლოდ პარტია „საქართველოსთვის“ ორი დეპუტატი არ ესწრება, რომლებმაც გადაწყვეტილება ამის შესახებ გუშინ გამოაცხადეს.
დღეს საკრებულომ დეპუტატების უფლებამოსილება უნდა ცნობს და ასევე დღის წესრიგის მიხედვით, უნდა მოხდეს საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა.
თავმჯდომარის არჩევისთვის 18 ხმაა საჭირო, თუმცა ამდენი მანდატი არც მმართველ გუნდს აქვს და არც ოპოზიციას.
წინასწარ ოპოზიციას...
2021 წლის ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომა ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე დაიწყო. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები ხელვაჩაურის ახალმოწვეულ საკრებულოს სხდომას ბოიკოტის ნიშნად არ დაესწრო. ისინი ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბდა და ფარსში მონაწილეობა არ სურთ. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების თქმით, დისკომფორტს ქართულ ოცნებას მანამდე შეუქმნიან, ვიდრე პუტინის პირადი პატიმარი მიხელ სააკაშვილი ციხიდან არ გამოვა
"ნაციონალური მოძრაობა" ამბობს, რომ მომდევნო სხდომებზე მისვლას აპირებენ, თუმცა იქნებიან...
წინა სტატია
ქუთაისის მერიის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ხმაური იყო. ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ერთ-ერთმა სამოქალაქო აქტივისტმა ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომაზე დასწრების მიზნით შენობაში შესვლა სცადა.
ზაალ კუხიანიძეს პოლიციამ შესვლის შესაძლებლობა არ მისცა. სამოქალაქო აქტივისტმა სამართალდამცველებს უთხრა, რომ კანონით საკრებულოს სხდომაზე დასწრება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, ვისაც ამის სურვილი აქვს. ამან პოლიციელების გაღიზიანება გამოიწვია, რის შემდეგაც კუხიანიძე დააკავეს.
ის სავარაუდოდ, წინასწარი დაკავების...
საკრებულოს წევრის „ნაციონალური მოძრაობიდან“ გოგა ონიანის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ვერ ჩაკეტავს სისტემას ოპოზიციის საკრებულოში ყოფნის პირობებში. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
„ქართული ოცნების“ ერთადერთი მიზანია, რომ მათ კორუფციულ სისტემას, რომელიც თბილისშია აწყობილი, არ შეეშალოს ხელი. 5 წევრი გვყავდა საკრებულოში და საზოგადოება კარგად ხედავდა ამ კორუფციულ გარიგებებს, რასაც „ქართული ოცნება“ ახორციელებდა, ახლა ოპოზიციას ბევრი წევრი ჰყავს, 13 მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობიდან“.
მე მათ პირობას...
ისევე როგორც უმრავლესობას, მე მინდა, ვთხოვო ოპოზიციის წარმომადგენლებსაც, რომ კონსტრუქციულად იყვნენ ჩართული ყველა იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც იქნება მიღებული ამ წლების განმავლობაში,- ასე მიმართა თბილისის საკრებულოს წევრებს ახალად არჩეულმა თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ.
მან იმედი გამოთქვა, რომ საკრებულოს წევრები ერთობლივად განახორციელებენ ყველა ის საქმიანობას, რომელიც იქნება თითოეული თანამოქალაქისთვის სასიკეთო.
„დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. გულწრფელად, ძალიან დიდი იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩვენ ერთობლივად...
ქუთაისის საკრებულო სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. უწყებასთან სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ. ისინი ცესკოს დამკვირვებლების ფორმაში არინ გამოწყობილი, წინ კი აქვთ წარწერა - "მოსყიდული ან დაშინებული".
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბდა. მათ სამი მთავარი გზავნილი აქვთ - "გაბათილება ჩემზე იყო"; "ხმის ქურდებს სიცოცხლე"; "კარუსელი 41 ლარიდან".
"ეს აქციები გაგრძელდება, იქნება ხვალაც, ზეგაც, ყოველ დღე, სანამ ეს არალეგიტიმური მერი და არალეგიტიმური "ქართული ოცნების" საკრებულოს...
თბილისის საკრებულოს სხდომა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ისინი ახალი საკრებულოს პირველ სხდომაზე დღეს, ბათუმში გარდაცვლილი დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის გამოსახულებიანი მაისურებით მივიდნენ.
თბილისის საკრებულომ უკვე აირჩია ახალი თავმჯდომარე და მისი მოადგილეები.
სხდომა ასევე დატოვეს გახარის პარტიის წევრებმა.
ოპოზიცია საკრებულოში არ მოდის თანამდებობებისთვის. ნებისმიერი თანამდებობის მიუხედავად, ჩვენ თბილისის საკრებულოს გადავაქცევთ იმ ადგილად, სადაც თბილისელების პრობლემები გაჟღერდება და სადაც თბილისელების პრობლემების მოგვარებაზე იქნება მუშაობა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მე-7 მოწვევის საკრებულოს წევრმა "ლელოდან" საბა ბუაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილება, თანამდებობების ოპოზიციისთვის არ დათმობასთან დაკავშირებით, არის ცუდი პოლიტიკური კულტურის გამოხატულება.
"ეს არანაირად არ აისახება ოპოზიციის დღის წესრიგზე. ცხადია, ვაპირებთ ვიყოთ...
ყველა თანამდებობა საკრებულოში, როგორიც არის თავმჯდომარე, მოადგილეები და კომისიის თავმჯდომარეები, ამ თანამდებობებზე წარდგენილი იქნებიან უმრავლესობის წევრები - განაცხადა ახალი საკრებულოს პირველი სხდომის დაწყებამდე თბილისის საკრებულოს მოქმედმა წევრმა, ვაკის მაჟორიტარმა და საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ.
ამ ეტაპზე უცნობია, ვინ დაიკავებს თანამდებობებს. ტყემალაძის თქმით, საკრებულოს პირველი სხდომა პროცედურული საკითხებით იქნება დატვირთული
ცნობისთვის, დღეს ახალი მოწვევის საკრებულოები ყველა ქალაქში პირველ სხდომას მართავენ
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































