რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად მამუკა რეხვიაშვილი და გურამ შეროზია დასახელდნენ

507

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია. პარტიებმა საკუთარი კანდიდატები სხდომაზე უკვე წარადგინეს. ამის შესახებ ინფო რუსთავი წერს.

საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” მამუკა რეხვიაშვილი, პარტია “გახარია-საქართველოდან” კი გურამ შეროზია არიან.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ კანდიდატურა არ დაასახელა.

შეგახსენებთ, რუსთავის მე-7 მოწვევის საკრებულოში “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” 16-16 მანდატით არიან წარმოდგენილები, 3 მანდატი აქვს პარტიას “გახარია -საქართველოსთვის”.