ბათუმში ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა მიმდინარეობს. დარბაზში იმყოფებიან როგორც „ქართული ოცნების“, ასევე ოპოზიციის დეპუტატები. სხდომას მხოლოდ პარტია „საქართველოსთვის“ ორი დეპუტატი არ ესწრება, რომლებმაც გადაწყვეტილება ამის შესახებ გუშინ გამოაცხადეს.
დღეს საკრებულომ დეპუტატების უფლებამოსილება უნდა ცნობს და ასევე დღის წესრიგის მიხედვით, უნდა მოხდეს საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა.
თავმჯდომარის არჩევისთვის 18 ხმაა საჭირო, თუმცა ამდენი მანდატი არც მმართველ გუნდს აქვს და არც ოპოზიციას.
წინასწარ ოპოზიციას ამის შესახებ არ გაუკეთებია კომენტარები, თუმცა ისინი ორ ვარიანტს განიხილავენ, შესაძლებელია, მათ მხარი დაუჭირონ დეპუტატების უფლებამოსილებას ან ამ საკითხამდე დატოვონ დარბაზი.
სხდომას საკრებულოს უხუცესი წევრი ნერიმან ცინცაძე თავმჯდომარეობს.