ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარედ თენგიზ ირემაძე აირჩიეს

590

ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარედ 14 ხმით, თენგიზ ირემაძე აირჩიეს.

ირემაძე საკრებულოს, მხოლოდ “ქართული ოცნების” წევრების მხარდაჭერით, უხელმძღვანელებს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.

ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა არ მიიღეს ,,გახარია-საქართველოს” წევრებმა, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები კი პროტესტის ნიშნად სხდომას არ ესწრებოდნენ.