გიორგი ტყემალაძე: მინდა ვთხოვო ოპოზიციის წევრებს, რომ კონსტრუქციულად იყვნენ ჩართული იმ გადაწყვეტილებებში, რომელიც იქნება საკრებულოში მიღებული

255

ისევე როგორც უმრავლესობას, მე მინდა, ვთხოვო ოპოზიციის წარმომადგენლებსაც, რომ კონსტრუქციულად იყვნენ ჩართული ყველა იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც იქნება მიღებული ამ წლების განმავლობაში,- ასე მიმართა თბილისის საკრებულოს წევრებს ახალად არჩეულმა თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ.

მან იმედი გამოთქვა, რომ საკრებულოს წევრები ერთობლივად განახორციელებენ ყველა ის საქმიანობას, რომელიც იქნება თითოეული თანამოქალაქისთვის სასიკეთო.

„დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. გულწრფელად, ძალიან დიდი იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩვენ ერთობლივად თითოეულ თქვენგან ერთად შევძლებთ მომავალი 4 წლის განმავლობაში განვახორციელოთ ყველა ის საქმიანობა, რომელიც იქნება თითოეული ჩვენი თანამოქალაქისთვის სასიკეთო და ამაში ნამდვილად გვჭირდება ჩვენ ერთიანობა. ისევე როგორც უმრავლესობას, მე მინდა, რა თქმა უნდა, ვთხოვო ოპოზიციის წარმომადგენლებსაც, რომ კონსტრუქციულად იყვნენ ჩართულები ყველა იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც იქნება მიღებული ამ წლების განმავლობაში. ძალიან დიდია პასუხისმგებლობა იყო თბილისის საკრებულოს წევრი, ატარო ეს მანდატი და ყველას გისურვებთ წარმარტებას. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, ნდობისთვის, მადლობა ყველას და წარმატებები!“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.